შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისივაკეში ჩოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება — საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ვაკეში ჩოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება — საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება — სრულად განახლდება ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩები.
რეაბილიტაციის მიზანია ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სატრანსპორტო დატვირთვის შემცირება, გადაადგილების გამარტივება და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება.

სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
პროექტი მნიშვნელოვნად შეცვლის აღნიშნულ უბანში გადაადგილების პირობებს როგორც ავტომობილების, ისე ფეხით მოსიარულეებისთვის.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება:

  • ამორტიზებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემები;
  • წყალმომარაგების, გაზმომარაგების, სანიაღვრე და წყალარინების ქსელები;
  • საჰაერო ელექტროსადენები მოექცევა მიწისქვეშ, რაც გააუმჯობესებს როგორც ვიზუალურ გარემოს, ასევე სისტემების მდგრადობასა და უსაფრთხოებას.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის გაგრძელების სახით, ეს სამუშაოები მოიცავს დარჩენილ მონაკვეთს ვაკის პარკის შემდეგ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

  • ახალი ტროტუარების მოწყობა;
  • უსაფრთხოების კუნძულების და ზებრა გადასასვლელების ორგანიზება;
  • გზის სავალ ნაწილზე სრული რეაბილიტაცია და ახალი ასფალტის საფარის დაგება;
  • გარე განათების სისტემის სრული განახლება და ენერგოეფექტური LED სანათების მონტაჟი;
  • ინფრასტრუქტურის სრული ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის;
  • გამწვანების სამუშაოების ჩატარება.

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ვაკის სასაფლაოს მიმდებარე გზის მონაკვეთს, საიდანაც იწყება გაფართოება წყნეთის გზატკეცილის N6-მდე.
ამ მონაკვეთზე სავალ ნაწილს დაემატება დამატებითი სამოძრაო ზოლი, რაც:

  • გაზრდის ტრანსპორტის ნაკადების გამტარუნარიანობას;
  • მნიშვნელოვნად შეამცირებს საცობებს;
  • გააუმჯობესებს გადაადგილების კომფორტს და გადაადგილების დროის ოპტიმიზაციას.

როგორც თბილისის მერი აღნიშნავს, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში:

  • საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება;
  • შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა, რაზეც დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას უახლოეს დღეებში მიეწოდება.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  გაფრთხილება მძღოლებს! - სად იზღუდება დღეიდან მოძრაობა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი