სამშაბათი, იანვარი 13, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემავაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში „ერთი დღე ჯარში” გაიმართა

ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში „ერთი დღე ჯარში” გაიმართა

პროექტი „ერთი დღე ჯარში“ თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის რეგულარულად იმართება. ამჯერად, ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადას თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები ესტუმრნენ. სამხედრო ქვედანაყოფში ასევე იმყოფებოდნენ მოსწავლეები თბილისის 143-ე, 79-ე, 140-ე და 26-ე საჯარო სკოლებიდან, სადაც ისწავლება საგანი „სამხედრო საქმე“.

მოსწავლეებმა სამხედრო ბაზაზე სტუმრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების მემორიალთან პატივის მიგებით დაიწყეს, რის შემდეგაც ქვედანაყოფის შექმნის ისტორიას გაეცნენ. უფროსკლასელებმა ბაზის ინფრასტრუქტურა და ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები დაათვალიერეს. ისინი ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ ტექნიკასა და შეიარაღებასაც გაეცნენ.

კითხვის გაგრძელება

  „საკუთარი მხრებით ვზიდავ ამ უმძიმეს და საპატიო მოვალეობას“ - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი