2024 წელს საქართველომ 83.7 ათასი ტონა ხორცი აწარმოა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს საქართველომ 83.7 ათასი ტონა ხორცი აწარმოა. მაჩვენებელი წლიურად 6.4%-ითაა გაზრდილი.

2021 წლიდან მოყოლებული წარმოება მზარდია, თუმცა მაჩვენებელი მკვეთრად არ შეცვლილა. აქ მოიაზრება: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის, თხის და ფრინველის ხორცი.

გასულ წლამდე ხორცის წარმოების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2006 წელს იყო – 83.3 ათასი ტონა.

 გასულ წლებში ხორცის წარმოების სტატისტიკა ასე გამოიყურება:

ხორცის წარმოება (ათასი ტონა)

ოფიციალური სტატისტიკით, ხორცის მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე წელიწადში 45 კილოგრამს შეადგენს. მაჩვენებელი მზარდია, ვინაიდან 2022 წელს 40 კგ იყო, რაც 2023 წელს უკვე 45 კგ-მდე გაიზარდა.

ხორცის მოხმარება ერთ სულზე წელიწადში (კგ)

2023 წლის მონაცემებით, ხორცის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 47%-ია. ეს ჩამორჩება 2024 წლის 50%-იან ნიშნულს. ხორცის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ყველაზე მაღალი, 52% 2018 წელს იყო.

რაც შეეხება ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებს, საქართველო ბევრად მეტ ხორცს ყიდულობს, ვიდრე თავად ყიდის.

2023 წელს ხორცის იმპორტი 108.7 ათასი ტონა იყო (წლიურად 7.5%-ით მეტი), ხოლო ექსპორტი 18.2 ათასი ტონა (წლიური კლება 30.5%).

ხორცის იმპორტი (ათასი ტონა)

 

ხორცის ექსპორტი (ათასი ტონა)

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). 2024 წელს საქართველომ 83.7 ათასი ტონა ხორცი აწარმოა. 17 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/2024-წელს-საქართველომ-83-7-ათასი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi