შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტი„ეჭვიც არ მეპარებოდა ჩვენს გამარჯვებაში, ჯგუფიდანაც გავალთ“ - ილია თოფურია ევროპის ჩემპიონატზე...

„ეჭვიც არ მეპარებოდა ჩვენს გამარჯვებაში, ჯგუფიდანაც გავალთ“ – ილია თოფურია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გასვლას ეხმაურება

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ეჭვიც არ მეპარებოდა ჩვენს გამარჯვებაში! ჯგუფიდანაც გავალთ“, – წერს ილია თოფურია Instagram-ზე.

ილია თოფურია საქართველოში იმყოფებოდა. 21 მარტს საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის მატჩამდე გამოვიდა და ქართველ გულშემატკივარს საჩემპიონო ქამარი წარუდგინა.

26 მარტს კი საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

  „თბილისი არენამ“ კარატეს საერთაშორისო ტურნირს „ოფენ თბილისს“ უმასპინძლა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი