ექსპერტი ასახელებს დანამატს, რომელიც კონსერვების შენახვისას უნდა გამოიყენოთ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სურსათის უვნებლობის ექსპერტი, ირაკლი არაბული სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, საუბრობს, რატომ არ შეიძლება კონსერვებში ასპირინის გამოყენება:

– ხალხს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ასპირინი პროდუქტს გაფუჭებისაგან იცავს. მაგრამ ეს ასე არ არის. არ შეიძლება და თან საშიშია. სინამდვილეში, ასპირინი არის მედიკამენტი, რომელიც სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენება. მისი საკვებად გამოყენება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აკრძალულია.

კონსერვებში ასპირინის გამოყენება რამდენიმე მიზეზის გამო არ შეიძლება:

პირველი არის ის, რომ დოზა ვერ კონტროლდება და ვერ ვსაზღვრავთ, რა რაოდენობის ტაბლეტი უნდა გამოვიყენოთ.

- Advertisement -
Ad imageAd image

მეორე, კონსერვებში მთავარი საფრთხე ბოტულიზმია. ასპირინი მისგან ვერ გვიცავს.
მესამე მიზეზი ის არის, რომ შეიძლება, ალერგიული რეაქციები და სხვა გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.
გარდა ამისა, ადამიანი ამ წამლის მიმართ რეზისტენტული ხდება, რადგან იღებს დიდ რაოდენობა, რომელიც რეალურად, არ სჭირდება.
მაშინ, რა გამოვიყენოთ კონსერვებში?

დღეს კვების ინდუსტრია ძალიან განვითარებულია. მრავალი საკვები დანამატი არსებობს, რომლებიც ასპირინის როლს ასრულებს.

ასპირინის გამოყენება იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც სხვა დანამატი არ არსებობდა.

ასპირინი აცეტილსალიცილმჟავაა, თავად პროდუქტში მჟავე გარემოს ქმნის და ბაქტერიებს გამრავლებისათვის არახელსაყრელ გარემოს უქმნის.

არ გამოვიყენოთ, რადგან პრეპარატია და გამოვიყენოთ ისეთი საკვები დანამატები, როგორებიცაა ლიმონმჟავა, ძმარჟავა, რომლებიც კვების ინდუსტრიაში.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ექსპერტი ასახელებს დანამატს, რომელიც კონსერვების შენახვისას უნდა გამოიყენოთ. 11 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ექსპერტი-ასახელებს-დანამ/

  ვეგანური კვება -მოდური ტენდენცია თუ გონივრული გადაწყვეტილება?
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi