ბრიტანულმა გამოცემამ The Independent სტატიაში თბილისის ტურისტული პოტენციალი მაღალი შეფასებით წარმოადგინა. ავტორი — ჟურნალისტი შონ მოლტონი — საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდა და მკითხველს საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებს.
სტატიის დასაწყისში მოლტონი ხაზს უსვამს იმას, რომ ლონდონიდან თბილისისკენ გაზაფხულზე ორი ახალი ავიარეისი დაემატა:
- British Airways კვირაში ოთხჯერ დაფრინავს ჰითროუდან
- easyJet კი კვირაში ორჯერ — ლუტონის აეროპორტიდან
ჟურნალისტი მკითხველს სთავაზობს ექვს მთავარ ღირსშესანიშნაობას, რომლებიც მისი აზრით თბილისის ხასიათსა და კულტურას საუკეთესოდ წარმოაჩენს:
- მდებარე ბაზარი
- საქართველოს ხელოვნების მუზეუმი
- ზურაბ წერეთლის მონუმენტი — საქართველოს მატიანე
- რეზო გაბრიაძის მარიონეტის თეატრი და საათის კოშკი
- ჭრელი აბანოები აბანოთუბანი
- ქართული სამზარეულო და მისი მრავალფეროვნება
მოლტონი თბილისს უწოდებს ქალაქს, სადაც „ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი ცოცხლობს შუა საუკუნეების, ნეოკლასიკური და საბჭოთა არქიტექტურით“. ჟურნალისტი გამოყოფს ქალაქის ღვინის კულტურას, უნიკალურ ბუნებრივ გარემოსა და სტუმართმოყვარეობას, როგორც მთავარ არგუმენტებს ქალაქის მონახულებისთვის.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე პატარა ქვეყანა საქართველო მსოფლიოში უძველესი ღვინის სამშობლოა. საქართველო გამორჩეულია მდიდარი ბუნებით, შავი ზღვის სანაპიროებითა და კავკასიონის მთებით. მე-5 საუკუნეში დაარსებული თბილისი მრავალფეროვანი არქიტექტურით ცნობილია, სადაც ასახულია მისი მღელვარე ისტორია, ეს მოიცავს შუა საუკუნეების, ნეოკლასიკურ და საბჭოთა ეპოქებს. თუ აპირებთ თბილისის მონახულებას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს შერჩეულ ღირსშესანიშნაობებს”, – წერს შონ მოლტონი.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია