სამშაბათი, ივნისი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევები„ეს 100%-იანი თავდაცვის საშუალება არ არის!“ - „თბილისში 15 სხვადასხვა სახეობის გველი...

„ეს 100%-იანი თავდაცვის საშუალება არ არის!“ – „თბილისში 15 სხვადასხვა სახეობის გველი ცხოვრობს, საიდანაც 2 შედარებით საშიშია

თბილი და მზიანი დღეების მოახლოებასთან ერთად, აქტიურდება ქვეწარმავლების გამოღვიძების სეზონიც. გველები აქტიურდებიან ზაფხულის ცხელ დღეებში და სასურველია, მოვერიდოთ მაღალი ბალახით დაფარულ ტერიტორიას. ასევე იმ ადგილებს, სადაც ბევრი მღრნელი და ბაყაყია, სწორედ ასეთი გარემო იზიდავს მათ.

გველი, ძირითადად, მარტის ბოლოდან აქტიურდება. მიუხედავად იმისა, რომ უმთავრესად ღამით გამოდის სანადიროდ, გაზაფხულზე დღისითაც შეიძლება შეგვხვდეს. ადამიანების ნაწილი ცდილობს მის მოკვლას, ნაწილი გარბის, ნაწილიც შეშდება, მაგრამ როგორც ამბობენ, მას ჩვენი ეშინია, შესაბამისად, უნდა გავერიდოთ.

ჰერპეტოლოგ რატი მამუკაშვილის განმარტებით, გველები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გააქტიურდნენ, ზოგ ადგილზე მეტია, ზოგან შეიძლება ნაკლებად შეგვხვდეს, თუმცა, განსაკუთრებული მომრავლება არ შეინიშნება.

„თბილისში 15 სხვადასხვა სახეობის გველი ცხოვრობს, საიდანაც 2 შედარებით საშიშია, გიურზა და ცხვირქოსანა გველგესლა. გიურზას გავრცელების არეალი თბილისის შემოგარენშია, ცხვირქოსანასი – თრიალეთის ქედისა და თბილისის შემოგარენში. გიურზა თბილისის რამდენიმე უბანშიც შეინიშნება, არც თუ ისე ბევრი. თუ განვლილ წლებსა და სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, მათი კბენის ფაქტებიც ძალიან იშვიათია. ძირითადად, ცხოველების დაკბენის ფაქტები ვლინდება ცხოველებში, ძაღლებში და ა.შ.

როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ქვეწარმავალმა ჩვენ, ან ჩვენს ოთხფეხა მეგობარს უკბინა:

ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა ნაკბენი ექიმს/ვერ-ექიმს ვაჩვენოთ, რომ შეფასდეს მისი ჭრილობების სიმძიმე, დასადგენია, რომელმა სახეობის გველმა უკბინა.

ადამიანს აქვს 3-დან 5-საათამდე იმისთვის, რომ ნაკბენის შემთხვევაში უახლოეს სამედიცინო დაწესებულებამდე მივიდეს და აღმოუჩინონ დახმარება, ძაღლების შემთხვევაში შედარებით ნაკლები დროა ამისთვის.

საავადმყოფომდე მისვლამდე უნდა გავაკეთოთ:

დავწვეთ ჰორიზონტალურად, უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე და მივმართოთ უახლოეს საავადმყოფოს.

რომელ ადგილს უნდა მოვერიდოთ/მოვაწესრიგოთ იმისთვის, რომ ქვეწარმავალს არ წავაწყდეთ:

ქვეწარმავლები სარგებლობენ ნაპრალებით, მიუვალი ადგილებით, ნათაგურებით, სადაც თავს შეაფარებენ, მიიწევენ გამზადებულ ადგილებისკენ, რადგან ამას თვითონ ვერ აკეთებენ. ეძებენ ისეთ უსაფრთხო ადგილებს, როგორიცაა: სამშენებლო ნარჩენების ქვეშ დაყრილი ბლოკები, ხის მასალები, ამიტომ საჭიროა, რომ ნარჩენებს მივხედოთ და ისე დავალაგოთ, გველს თავის შესაფარებელი არ ჰქონდეს.

  რატომ არ უნდა მივიღოთ ხილი და რძის პროდუქტები 4 საათის შემდეგ

მეორე, საჭიროა დიდი ბალახის მოთიბვა, რომ აქაც ვერ შეძლოს დამალვა.

შემდგომ საჭიროა შეწამვლითი სამუშაოების ჩატარება, გველების დამაფრთხობელით იწამლება. ბაზარზე არსებობს რამდენიმე საშუალება, როგორც ქართული, ასევე უცხოური, რომლითაც ტერიტორიის დამუშავება ხდება. თუმცა, ხაზგასმით ეს  100%-იანი თავდაცვის საშუალება არ არის, თუმცა, შედარებით ეფექტური მაინცაა.

როცა ჩავატარებთ კომპლექსურ სამუშაოებს, როცა სამშენებლო ნაგავს დავასუფთავებთ, ბალახს მოვაწესრიგებთ და როცა შევწამლავთ ბიოლოგიური პრეპარატებით რისკი მინიმუმადე დაყვანილი იქნება.

ვის უნდა მივმართოთ გველების დანახვის შემთხვევაში:

მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ფასიანი მომსახურება აქვს, რომელიც 4 კატეგორიას მოიცავს და ღირებულება 7 თეთრიდან 1,50-ს შეადგენს. ასევე, ადგილობრივი გამგეობების მიმართვის საფუძველზე საჭირო მომსახურება უფასოდაც ხორციელდება.

მეთოდი – როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე ქვეწარმავლის დანახვის შემთხვევაში

უნდა აღვნიშნო, რომ ქვეწარმავლები, გველები, ბუნებაში ოდითგანვე ცხოვრობდნენ,  ყოველთვის იყვნენ და იქნებიან, მათი დანახვის შემთხვევაში პანიკაში არ უნდა ჩავცვივდეთ.

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანმა დაინახა გველი, არ გააკეთონ მკვეთრი მოძრაობები, საჭიროა გაუნძრევლად ყოფნა. თუ პირისპირ მოუწევთ შეხვედრა, უმჯობესია, ადამიანი გაჩერდეს და შორი-ახლოდან ადევნოს თვალი, შემდეგ უკან ნელი ნაბიჯებით დაიხიოს, რადგან თავდასხმად არ აღიქვას.“ – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ რატი მამუკაშვილმა.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.