ეს ტერიტორია წლების განმავლობაში „თეატრალურ საზოგადოებას“ ეკუთვნოდა და ადგილობრივი მოსახლეობა მის განახლებას ითხოვდა – მთაწმინდის რაიონში ე.წ. სტელას ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ლეონიძის ქუჩის N11ა-ში მდებარე ე.წ. სტელას ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო, – განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ეს ტერიტორია წლების განმავლობაში „თეატრალურ საზოგადოებას“ ეკუთვნოდა და ადგილობრივი მოსახლეობა მის განახლებას ითხოვდა.

„მთაწმინდის რაიონის გამგეობა ჩართულია პროექტის განხორციელებაში. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო სივრცე, კომპლექსური ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი, ამფითეატრი და სხვა ურბანული ავეჯი; მოეწყობა განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინვენტარი. უახლოეს მომავალში სამუშაოები დასრულდება და კიდევ ერთი განახლებული რეკრეაციული სივრცე შეემატება დედაქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ეს ტერიტორია წლების განმავლობაში „თეატრალურ საზოგადოებას“ ეკუთვნოდა და ადგილობრივი მოსახლეობა მის განახლებას ითხოვდა – მთაწმინდის რაიონში ე.წ. სტელას ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო. 10 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ეს-ტერიტორია-წლების-განმ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi