„ეს საკითხი კვლავ ძალაშია“ – ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შეწყალების საკითხს ხელისუფლებასთან კვლავ დააყენებენ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ანდრია ჯაღმაიძე: დიალოგი გვაქვს რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართული რეაბილიტაცის პროცესში

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შეწყალების საკითხს ხელისუფლებასთან კვლავ დააყენებენ.

ანდრია ჯაღმაიძეს კითხვა დაუსვეს კითხვა: „თქვენ 9 აპრილს ამბობდით, რომ პატრიარქის არჩევის შემდეგ გადაიხედება სინდისის პატიმრების საკითხი. შესაძლოა, რომ საპატრიარქომ კვლავ მიმართოს „ქართულ ოცნებას“? თუ იცით შიო მესამის პოზიცია სინდისის პატიმრების შეწყალებაზე“.

საპასუხოდ ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი კვლავ ძალაშია.

„მე მაშინ ვთქვი, რომ კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან, გიდასტურებთ, ასე იქნება. ახლა ძალიან რთულია გეგმებზე ლაპარაკი, როდის რა იქნება. ჩვენ ახლა ბევრი რამე გვაქვს მოსაწესრიგებელი. გეუბნებით, რომ ეს იქნება“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „ეს საკითხი კვლავ ძალაშია“ – ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შეწყალების საკითხს ხელისუფლებასთან კვლავ დააყენებენ. 12 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ეს-საკითხი-კვლავ-ძალაში/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi