პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ეს რაფაელ სანტის „სიქსტის მადონაა“ - ტილოზე ასახულია ზეცაში მოლივლივე ქალწული მარიამი,...

„ეს რაფაელ სანტის „სიქსტის მადონაა“ – ტილოზე ასახულია ზეცაში მოლივლივე ქალწული მარიამი, ყრმა იესოთი ხელში, მის გარშემო კი წმინდა სიქსტე და წმინდა ბარბარე დგანან. ტილოს ქვედა ნაწილში ორი პატარა ანგელოზია გამოსახული. ჩემს ცნობიერებაში ქრისტეს ვნებისა და ჯვარცმის განცდა ყველაზე ძლიერ სწორედ ამ ტილოსთან არის დაკავშირებული“ – ირაკლი ყიფიანი

პოლიტოლოგი და სტრატეგიული პროცესების ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი მორიგ პოსტს აქვეყნებს:
„ეს რაფაელ სანტის „სიქსტის მადონაა“, რომელიც მხატვარმა 1514 წელს შექმნა რომის პაპ იულიუს II-ის შეკვეთით, პიაჩენცას მონასტრის საკურთხევლისთვის. ტილოზე ასახულია ზეცაში მოლივლივე ქალწული მარიამი, ყრმა იესოთი ხელში, მის გარშემო კი წმინდა სიქსტე და წმინდა ბარბარე დგანან. ტილოს ქვედა ნაწილში ორი პატარა ანგელოზია გამოსახული. ჩემს ცნობიერებაში ქრისტეს ვნებისა და ჯვარცმის განცდა ყველაზე ძლიერ სწორედ ამ ტილოსთან არის დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ აქ მაცხოვარი ჯერ კიდევ ყრმობის სახით არის წარმოდგენილი.
ნახატის მთავარი სათქმელი ახალგაზრდა დედის თვალებში იკითხება. ამ მზერაშია დამალული ის განუზომელი ტკივილი, რომელიც მის შვილს მომავალში ელის. მას წილად ხვდა მძიმე ხვედრი — საკუთარი ძე საწამებლად და სასიკვდილოდ გაიმეტოს დედამიწაზე მცხოვრებთა ცოდვების გამოსასყიდად. მარიამმა ზუსტად იცის, რაც ელოდება მის შვილს. იცის, რომ ეს გარდაუვალია და ამ აუტანელ სიმძიმეს უნდა შეეგუოს. მის თვალებში ერთდროულად ჩანს მწუხარება, განცდა და კიდევ ერთი შეკითხვა: ნუთუ ხართ, ადამიანებო, ასეთი დიადი მსხვერპლის ღირსნი?
მე ქრისტეს ტანჯვას დედამისის თვალებში ვხედავ.
ამ ტილოს რეპროდუქცია პირველად ბავშვობაში ვნახე. მახსოვს, მაშინ გავიფიქრე კიდეც: რა ენით აუწერელი სილამაზეა-მეთქი. დღეს კი, უკვე ცხოვრებისეული გამოცდილების სხვა სიმაღლიდან, ამ ნამუშევარს სულ სხვა თვალით ვუყურებ. ახლა ამ სახეში მომავლის იმ საშინელ წინათგრძნობას მყისიერად ვიჭერ. რაფაელი მართლაც გენიოსია, რადგან ამ ყველაფრის ასე ცოცხლად გადმოცემა შეძლო.
თავად ამ შედევრსაც ურთულესი ბედი ერგო. XVI საუკუნის დასაწყისში შექმნილი ტილო, XVIII საუკუნის შუა ხანებში გერმანიაში მოხვდა. სწორედ დრეზდენში მოუსწრო მას II მსოფლიო ომმა. ამერიკული დაბომბვებისგან დასაცავად, გერმანელებმა გალერეის ექსპონატები და, მათ შორის, „სიქსტის მადონაც“ მარილის მაღაროებში გადამალეს. თუმცა იქ შენახვის პირობები იმდენად საშინელი იყო, რომ გაუსაძლისი სინესტის გამო ტილოებმა ლპობა დაიწყო. ტილოებს ობი ედებოდა და საღებავი სცვიოდა. სწორედ იქ მიაგნეს საბჭოთა ჯარისკაცებმა მადონას და ხელოვნების სხვა საგანძურს. ტილო, პირდაპირი გაგებით, განადგურებას გამოგლიჯეს ხელიდან. შემდეგ ის მოსკოვში, პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმის სახელოსნოში, აღადგინეს და 1955 წელს კვლავ დრეზდენში დააბრუნეს, სადაც დღემდე ინახება.
ამ ტილოს ერთი პატარა საიდუმლოც აქვს. უკანა ფონი, რომელიც შორიდან ჩვეულებრივ ღრუბლებად მოჩანს, ახლოდან დაკვირვებისას ანგელოზთა უთვალავ სახეს ავლენს.“

  ტუბერკულოზი ბრუნდება❗️- გიორგი ფხაკაძე გვაფრთხილებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.