„ეს ვიდეოა ჩემთვის იმ ეპოქის დასურათება, რომელშიც ვიცხოვრეთ. ვერც ერთი რეჟისორი და ვერც ერთი ავტორი ვერ დადგამდა ამ სცენას…“ – ზაკ მირიანაშვილი ცნობილ ვიდეოს შესახებ, სადაც საქართველოს პატრიარქი გაჭირვებულ ქალს ჯვარს ჩუქნის

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

„რუსთავი-2“-ის ჟურნალისტი ზაკ მირიანაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ვიდეოს შესახებ საუბრობს, რომელიც წლების წინ გავრცელდა: როგორ ჩუქნის პატრიარაქი გაჭირვებულ ქალს ვერცხლის ჯვარს.

„ალბათ ერთი 20 წლის წინანდელი ვიდეოა ქალი რომ ხვდება სოფელში და უწმინდესი ჯვარს სჩუქნის… – ეს ქალი გაჭირვებას უმალავს კათოლიკოსს, უმალავს კი არა, არ უნდა დაამძიმოს მისი სიღარიბით… არა, არ გვიჭირს ძალიანო. ახლა მარტოობაზე მიდგება ჯერი და არაო… უწმინდესო კი მარტო ვარ, მაგრამ ჩიტებს ველაპარაკებიო. ჩიტებს? ესმის ჩიტებს… ეტყვის პატრიარქი და გაუღიმებს.
ეს ვიდეოა ჩემთვის იმ ეპოქის დასურათება, რომელშიც ვიცხოვრეთ. ვერც ერთი რეჟისორი და ვერც ერთი ავტორი ვერ დადგამდა ამ სცენას. ასე ბუნებრივად უნდა ეთქვა – ჩიტებს?! ესმის ჩიტებს და გაეღიმა… მინდა ეს სულ მახსოვდეს.“
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „ეს ვიდეოა ჩემთვის იმ ეპოქის დასურათება, რომელშიც ვიცხოვრეთ. ვერც ერთი რეჟისორი და ვერც ერთი ავტორი ვერ დადგამდა ამ სცენას…“ – ზაკ მირიანაშვილი ცნობილ ვიდეოს შესახებ, სადაც საქართველოს პატრიარქი გაჭირვებულ ქალს ჯვარს ჩუქნის. 18 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ეს-ვიდეოა-ჩემთვის-იმ-ეპო/

  ლოცვისას სახლში რომ აურზაურია, რა ვქნათ?
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi