პოზიციური თავბრუსხვევა – რა პრობლემებს იწვევს
პოზიციური თავბრუსხვევა – მოულოდნელი შეტევა, რომელსაც ყურადღება სჭირდება
საუბრობს ნეიროოტოლოგი, პროფესორი ეკა ხარხელი გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია“
თვალის დახამხამებაში გაჩენილი ძლიერი თავბრუსხვევა შეიძლება საკმაოდ შემაშფოთებელი აღმოჩნდეს. ეს ერთ-ერთი იმ დაავადებათაგანია, რომელიც უცაბედად იჩენს თავს და ხშირად ფიზიკური გადაღლის შემდეგ იჩენს თავს – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დღესასწაულებზე ან აქტიური საოჯახო საქმიანობისას ჩვენს სხეულზე დიდი დატვირთვა მოდის.
რა იწვევს პოზიციურ თავბრუსხვევას?
პოზიციური თავბრუსხვევა დაკავშირებულია შიგნითა ყურის ბალანსის სისტემასთან, რომელიც მოძრაობის მიმართულებას და წონასწორობას აკონტროლებს. ხშირად ეს მდგომარეობა გამოწვეულია მაშინ, როცა მცირე კრისტალები – ე.წ. ოტოკონიები – გადაადგილდებიან და მოხვდებიან ნახევარწრიულ არხებში, რაც იწვევს არაბუნებრივ რეაქციას მოძრაობაზე. გააგრძელეთ კითხვა