ესტონეთმა, რუსეთის მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ესტონეთმა, რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ, ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. საგანგებო შეხვედრა დღეს გაიმართება. ცნობას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ საჰაერო სივრცეში ეს შეჭრა კიდევ ერთი საშიში აქტია, რომელიც რეგიონული და გლობალური დაძაბულობის ესკალაციას ისახავს მიზნად, რადგან რუსეთი – გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი -განაგრძობს ომს უკრაინის წინააღმდეგ.

„რუსეთის მხრიდან უგუნური და აგრესიული ქმედებები, ასევე საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პრინციპების დარღვევები, მოითხოვს ძლიერ და ერთიან საერთაშორისო რეაგირებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

19 სექტემბერს სამმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ნატოს წევრი ესტონეთის საჰაერო სივრცე 12 წუთის განმავლობაში დაარღვია.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ესტონეთმა, რუსეთის მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. 22 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ესტონეთმა-რუსეთის-მიერ-მ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi