ჯაშუშური აღჭურვილობა და მილიონი ევრო — მონტენეგრომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე წყვილი დააკავა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

მონტენეგროს სამართალდამცველებმა ტივატის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ცოლ-ქმარი — 31 წლის ალექსანდრ კრუგლიანსკი და 42 წლის ალექსანდრა კრუგლიანსკაია — 23 სექტემბერს დააკავეს, როდესაც ისინი 19 ჩემოდნით თელ-ავივში გამგზავრებას ლამობდნენ.

საბაჟო შემოწმებისას აეროპორტის თანამშრომლებმა ბარგში 26 000-ზე მეტი ევრო, ისრაელური შეკელები, დაუდეკლარირებელი ელექტრონული მოწყობილობები, სხვადასხვა სახის მედიკამენტები და საკომუნიკაციო ტექნიკა აღმოაჩინეს. 17 ჩემოდანი სავსე იყო ელექტრონული სხვადასხვა სახის მოწყობილობებით.

დაკავების შემდეგ პოლიცია ბუდვაში, წყვილის მიერ გამოყენებულ ბინაში გადავიდა. 12 საათზე მეტხანს გაგრძელებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა რვა სხვადასხვა ვალუტაში — ევრო, რუსული რუბლი, სერბული დინარი, ისრაელური შეკელი, თურქული ლირა, არაბული დირჰამი, აშშ დოლარი და ყირგიზული სომი — დაახლოებით 1 მილიონი ევროს ეკვივალენტი ნაღდი ფული ამოიღეს.

მონტენეგრული გამოცემა Vijesti-ს ცნობით, ამოღებულ ნივთებს შორის იყო სათვალთვალო კამერები, BugHunter Professional BH-04 რადიოსიგნალის დეტექტორი, GPS-ტრეკერი ჩაშენებული მიკროფონით — რუსულენოვანი წარწერებით, კომპიუტერული კომპონენტები, მონაცემთა შენახვის მოწყობილობები, პოლიგრაფი და 1 120 ევრო, რომლის სიყალბეც პოლიციამ დაეჭვდა. ყველა ამოღებული ნივთი ექსპერტიზაზე გაიგზავნა.

- Advertisement -
Ad imageAd image

წყვილს კონტრაბანდასა და ფულის გათეთრებაში ედებათ ბრალი. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ორივე მათგანი 30-დღიანი წინასწარი პატიმრობით დაისაჯა. საქმის გარემოებები, განსაკუთრებად ჯაშუშური დანიშნულების ტექნიკის სიმრავლე, საგამოძიებო ორგანოებში სერიოზულ კითხვებს ბადებს წყვილის საქმიანობის ნამდვილი ხასიათის შესახებ.

Sheni Ambebi News

წყარო: on.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ჯაშუშური აღჭურვილობა და მილიონი ევრო — მონტენეგრომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე წყვილი დააკავა. 29 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ჯაშუშური-აღჭურვილობა-და/

გაუზიარეთ ეს სტატია