ხუთშაბათი, იანვარი 30, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები“ერთმანეთი არ გვიყვარდა, ცოლს აბორტის გაკეთება მოვთხოვე… 41 წლისაა ახლა ჩემი ბიჭი;...

“ერთმანეთი არ გვიყვარდა, ცოლს აბორტის გაკეთება მოვთხოვე… 41 წლისაა ახლა ჩემი ბიჭი; ცოლს ხანდახან ვურეკავ და შვილი არ მელაპარაკება” – ბიძინა მახარაძის ცხოვრების უცნობი მხარე

 

ბიძინა მახარაძე ტელეეკრანებზე უკვე არაერთი წელია ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები თუ შესრულებული როლები ხშირად მაყურებლისთვის მხიარულებისა და სიცილის მომგვრელია, თავად მსახიობის ცხოვრება არც ისე ლაღი და უდარდელი ყოფილა. მან ადრეულ ასაკში რუსეთში ცოლად რუსი ქალი მოიყვანა, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს. როგორც მსახიობმა გადაცემა “სიცრუის დეტექტორში” ისაუბრა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, შვილებთან ურთიერთობა ვერ დაალაგა და კონტაქტი არც დღეს აქვთ. რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებულმა ბიძინა მახარაძემ 55 წლის ასაკში მეორე ცოლი მოიყვანა, თუმცა შვილი ამ ქორწინებაში არ ჰყავს. პირველ მეუღლესთან ურთიერთობას კი ის შეცდომად თვლის:

“ამ თემაზე დისერტაცია შემიძლია, რომ დავიცვა. ოსტროვსკის პიესები რომ მენახა, ამ რუს ქალს მე ცოლად არ მოვიყვანდი. ორი კოსმოსი, ორი დიდი კულტურა შეეჯახა ერთმანეთს. მყავდა რუსი ცოლი. საერთოდ, საქართველოში რუსი ცოლის მოყვანა სხვა არის, მე რუსეთში მოვიყვანე, სხვა მოედანზე ვიყავი. ეს შეცდომა დედაჩემმა დამაშვებინა, მითხრა, შენ მსახიობი ხარ, ცოლის მომყვანი აღარ ხარო, თან საერთო შვილი უკვე გვყავდა. მომკიდა დედაჩემმა ქეჩოში ხელი და ხელი მომაწერინა. ერთმანეთი არ გვიყვარდა, არც მე მიყვარდა და არც მას, იმას გათვლა ჰქონდა ქართველზე, რომ ქართველია, ფული ექნებაო. ჩემი საშუალებით ბინა გაიკეთა მოსკოვში.

ცოლს არ უღალატია, არა, უბრალოდ, რუსი იყო. სხვის მოედანზე არ ღირს რუსის მოყვანა, იქ რომ მოიყვან და აქ ჩამოიყვან, მაშინ სხვა თემაა. იქ დაქალები ძალიან დიდ გავლენას ახდენდნენ მასზე. ცოლი არ იყო ჯერ, ვსაყვარლობდით, მე მაგ დროს ჯარში ვიყავი. ერთ დღეს მომივიდა წერილი, ჩვენ გვეყოლება ბიჭი. მაიორს ვუთხარი, უნდა ჩავიდე მოსკოვში და გადავათქმევინო-მეთქი. არ მინდოდა შვილი საყვარლისგან, ცოლად რომ მდომებოდა, ხომ მოვიყვანდი-მეთქი. 41 წლისაა ახლა ჩემი ბიჭი. ცოლს ხანდახან ვურეკავ და შვილი არ მელაპარაკება. მე რაც კი შემეძლო, გადავყევი შვილებს, მაგრამ მათთან ურთიერთობა არ მაქვს. ამ ქალთან მეორე შვილიც შემეძინა. ამ დროს უკვე გაიგო, რომ ქართველი ქალი მომყავდა ცოლად და მაინც გააჩინა. მე კი ვურეკავ შვილებს, მაგრამ ისინი არ მელაპარაკებიან, რადგან დედამისი მივატოვე. არკადი 41 წლის არის, ჩემს გვარს ატარებს, მაგრამ მისი შვილი არ არის მახარაძე. მე ვუთხარი, შენ არანაირი მახარაძე არ ხარ-მეთქი, დედამისს ჰგავს ძალიან. შვილები მიყვარდა, მაგრამ შეუძლებელი იყო ჩემი იქ გაჩერება. მე კი მინდა შვილებთან ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ ის ქალი ჭკვიანია, დემაგოგია, ტვინი გამოურეცხა ბავშვებს და ბლოკავს ჩვენს ურთიერთობას. ჩემგან არანაირი ცუდი მოქცევა არ ყოფილა” – ამბობს ბიძინა მახარაძე.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ბრაგა: პორტუგალიის უძველესი ქალაქი ულამაზესი ბაღებით და სასახლეებით

ბრაგა: პორტუგალიის უძველესი ქალაქი ულამაზესი ბაღებით და სასახლეებით

28 January, 2025
როგორ გავაუმჯობესოთ ძილის ხარისხი დღის განმავლობაში – 5 მეცნიერულად დასაბუთებული რჩევა

როგორ გავაუმჯობესოთ ძილის ხარისხი დღის განმავლობაში – 5 მეცნიერულად დასაბუთებული რჩევა

იანვარი 30, 2025
რა უნდა გავითვალისწინოთ სასადილო მაგიდის არჩევისას

რა უნდა გავითვალისწინოთ სასადილო მაგიდის არჩევისას

იანვარი 30, 2025
ბაზარზე რძის პასტისგან წარმოებული ყველის რაოდენობამ იმატა

ბაზარზე რძის პასტისგან წარმოებული ყველის რაოდენობამ იმატა

იანვარი 30, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

იანვარი 30, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
თევზი ნიგვზის საწებლით

თევზი ნიგვზის საწებლით

იანვარი 30, 2025
ძილის გაუმჯობესების 5 რჩევა პროფესორ გიორგი ფხაკაძისგან

ძილის გაუმჯობესების 5 რჩევა პროფესორ გიორგი ფხაკაძისგან

იანვარი 30, 2025
ქ. ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული“ ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი

ქ. ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული“ ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი

29 იანვარი 2025
თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება

თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება

იანვარი 30, 2025
Instagram-ის ახალი ფუნქცია — თქვენს რომელ აქტივობას ნახავენ მეგობრები

Instagram-ის ახალი ფუნქცია — თქვენს რომელ აქტივობას ნახავენ მეგობრები

იანვარი 30, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი