ორშაბათი, აპრილი 7, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorized"ერთი გაბრაზებული თაობა თუ დამხვრეტს, მეორე მკვდრეთით აღმადგენს" - 6 აპრილს გენერალი...

“ერთი გაბრაზებული თაობა თუ დამხვრეტს, მეორე მკვდრეთით აღმადგენს” – 6 აპრილს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა

“ერთი გაბრაზებული თაობა თუ დამხვრეტს, მეორე მკვდრეთით აღმადგენს. სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება.” 6 აპრილი, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა! გენერალი გიორგი კვინიტაძე ამბობდა: “ჩემი თვალით რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი, ისე გმირულად იბრძოდა მაზნიაშვილი. ასეთი სიმამაცე მეტისმეტიც კია, თავი აქვს გადადებული. შესაძლოა, არაერთხელ დაგვეკარგა ისეთი კაცი, ვისი დაკარგვაც ლახვარს ჩაგვცემდაო. შინ დაბრუნებულს აღარსად უმუშავია, თავის სოფელს დასტრიალებდა: წყარო რკინის მილებით გამოიყვანა, ხალხს მოუწოდა და სკოლა ააშენებინა, ბორანი გაამართვინა მტკვარზე. ყოფილა დიდად მორწმუნე. ზედმიწევნით სცოდნია ძველი და ახალი აღთქმა. 1914 წელს, იაპონიასთან ომის დროს, წმინდა გიორგი გამოსცხადებია და ამის შემდეგ თავის სოფელში ეკლესია მისი შთაგონებით ააშენა. ტფილისიდან მხატვრები ჩამოიყვანა და ტაძარი მოახატვინა. ყოველ გიორგობას, 6 მაისს (ახ. სტილით) საღვთოს ჰკლავდა, დიდ ლხინს მართავდა ღამისთევით და მთელ სოფელს პატიჟებდა. იყო ბუნებით კეთილი – დიდთან დიდი და პატარასთან პატარა. უყვარდა ახალგაზრდობა. ყველას პატივისცემით ეპყრობოდა. მეტისმეტად ხელგაშლილი გახლდათ, უყვარდა გლეხებთან პურის ჭამა, მაგრამ მთვრალი არასოდეს უნახავთ. ხშირად აკითხავდა ხოლმე თანასოფლელი გენერალი ელიზბარ შერვაშიძე. დასხდებოდნენ აივანზე და ფინჯან ყავაზე იგონებდნენ გარდასულ ამბებს. ელიზბარ შერვაშიძე 1937 წელს დახვრიტეს. მალე მისი ხვედრი გაიზიარა გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა, დახვრიტეს გიორგის შუათანა შვილიც, ვანო. გიორგი მაზნიაშვილს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე უთქვამს: “ერთი გაბრაზებული თაობა თუ დამხვრეტს, მეორე მკვდრეთით აღმადგენს. სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება.”🇬🇪 ფოტოზე: გიორგი მაზნიაშვილი – დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს გენერალი, ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი შვილებთან ერთად.

მასალის გამოყენების პირობები
  სტაფილოკოკი - სიმპტომები და მკურნალობა
მსგავსი პოსტები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

აპრილი 7, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი