პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაენდროს დააკვირდით, რომ ფესვები არ ჰქონდეს დაობებული და არ შეჰყვეს მიწა -...

ენდროს დააკვირდით, რომ ფესვები არ ჰქონდეს დაობებული და არ შეჰყვეს მიწა – სპეციალისტის რჩევა

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული გადაცემაში “ახალი დღე” საუბრობს, რით ჯობს სააღდგომო კვერცხის შეღებვა და რამდენ ხანს შეგვიძლია, მოხარშული კვერცხი შევინახოთ:

– ყველას ვურჩევდი, რომ, პირველ რიგში, კვერცხის შესაღებად ენდრო გამოიყენონ. ეს ძალიან უვნებელი მეთოდია. არის ბუნებრივი მცენარე და აქედან ნაკლები საფრთხე მოდის. ასევე, შეგვიძლია, ხახვის ფოთლებთან ერთად შევღებოთ, რაც ასევე ტრადიციული და უვნებელი მეთოდია. ენდროთი შეღებვის დროს გასათვალისწინებელია ის, რომ აუცილებლად კარგად უნდა გაიწმინდოს და მიწა მოშორდეს, რადგანაც მიწის ნაწილაკებში შეიძლება, პათოგენური მიკროორგანიზმები არსებობდეს, რომლებსაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლიათ. ამიტომ, კარგად უნდა გაირეცხოს. ასევე, ენდროს ფესვები თუ დაობებულია, ასეთი ენდრო შესაღებად არ უნდა გამოვიყენოთ იმიტომ, რომ ობის სოკოები ტოქსინებს გამოჰყოფს და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. სხვა მხრივ, ეს მეთოდი აბსოლუტურად უვნებელია.

  „რამხელა ბედნიერებაა პირადად ჩემთვის, რომ 30 წელი, სცენაზე და სცენის მიღმა, თქვენს გვერდით ყოფნის პატივი მქონდა!..“-გია ბა­ღაშ­ვი­ლი კახი კავსაძეს იხსენებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი