ვიეტნამში ვიზიტის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, როგორც ჩანს, მისმა მეუღლემ სახელში დაარტყა, რაც კამერებმა დააფიქსირეს, როდესაც თვითმფრინავის კარი გაიღო.
როგორც reuters-ი იუწყება, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინციდენტის შერბილებას ცდილობს.
ელისეის სასახლის სპიკერმა უარყო კონფლიქტის მომენტი წყვილს შორის, რომლებიც 2007 წლიდან ქორწინებაში იმყოფებიან.
“ეს იყო მომენტი, როდესაც პრეზიდენტი და მისი მეუღლე ვიზიტის დაწყებამდე ბოლოჯერ იყვნენ განტვირთულები და იცინოდნენ. ეს იყო ინტიმური ურთიერთობის მომენტი”, – თქვა სპიკერმა.