სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიელიზაბეთ ტეილორის 10 საქმრო და 10 ნიშნობის ბეჭედი

ელიზაბეთ ტეილორის 10 საქმრო და 10 ნიშნობის ბეჭედი

კლეოპატრა, კეტრინ ჰოლი, ქერონ პრინგლი… ელიზაბეთ ტეილორს მრავალი როლით ვიცნობთ, თუმცა მისი რეალური ცხოვრებაც კინემატოგრაფიულ შედევრს მოგაგონებთ. ძველი ჰოლივუდის უკანასკნელ კაშკაშა ვარსკვლავს დრამატული სასიყვარულო ისტორიები მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოარჩევდა სხვა ცნობილი ადამიანებისგან, რის გამოც ხშირად ეხვეოდა ტაბლოიდებისა და პაპარაცების კრიტიკის ქარცეცხლში. ამ სტატიაში ელიზაბეტ ტეილორის 10 საქმროზე გიამბობთ და მის მომაჯადოებელ ნიშნობის ბეჭდებსაც გაჩვენებთ:

1. უილიამ პოული უმცროსი

ელიზაბეთ ტეილორი და უილიამ პოული უმცროსი

აშშ-ს არმიის პილოტი, უილიამ პოული უმცროსი ელიზაბეთ ტეილორის პირველი საქმრო იყო. მან ახალგაზრდა ტეილორს ცოლობა 1949 წელს სთხოვა, მაშინ, როცა მომავალი მსახიობი მხოლოდ 17 წლის იყო. პოულიმ ტეილორი ბალიშის ფორმის თეთრი ბრილიანტის ბეჭდით დანიშნა, რომელიც ქალის საქორწინო სამკაულთა კოლექციის პირველი ექსპონატი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტეილორმა ამ რომანს მისი “პირველი ზრდასრული სიყვარული” უწოდა, საბოლოოდ პოულიზე არ დაქორწინდა, რადგან გული ჰოლივუდისკენ მიუსწრაფოდა და დაოჯახება ამ ასაკში მის გეგმებში არ შედიოდა.

ფოტო: Ouros Jewels

2. კონრად ჰილტონი

ელიზაბეთ ტეილორი და კონრად ჰილტონი

ფოტო: People

კონრად ჰილტონი ელიზაბეთ ტეილორის პირველი ქმარი იყო. ჰილტონების სასტუმროების ქსელის 24 წლის მემკვიდრემ მსახიობს ცოლობა 1950 წელს, ოთხკარატიანი პლატინის ბრილიანტის ბეჭდით სთხოვა. ქორწილი Metro Goldwyin Mayer-ის ორგანიზებით ჩატარდა და 18 წლის ელიზაბეთი ბევერლი ჰილზის ეკლესიაში დაქორწინდა. წყვილი რვა თვეში განქორწინდა, რადგან ჰილტონი ტეილორზე ფიზიკურად ძალადობდა და ალკოჰოლიზმის პრობლემა ჰქონდა.

ფოტო: Ouros Jewels

3. მაიკლ უაილდინგი

ფოტო: Getty Images

1952 წლის თებერვალში ელიზაბეთ ტეილორი ბრიტანელ მსახიობზე, მაიკლ უაილდინგზე დაქორწინდა. მასზე ოცი წლით უფროსმა უაილდინგმა ტეილორს ხელი საფირონისა და ბრილიანტის მსხვილი ბეჭდით სთხოვა. წყვილს თანაცხოვრებისას ორი ვაჟი, მაიკლ ჰოვარდი და კრისტოფერ ედვარდი შეეძინა და 1957 წელს განქორწინდნენ.

ფოტო: Getty Images

ფოტო: Ouros Jewels

4. მაიკ ტოდი

ელიზაბეთ ტეილორი და მაიკ ტოდი

ფოტო: Wikimedia

1957 წელს კინოპროდიუსერმა მაიკ ტოდმა 24 წლის ელიზაბეთ ტეილორს ცოლობა განსაცვიფრებელი, 29.4 კარატიანი კარტიეს ბეჭდით სთხოვა. ისინი მექსიკაში დაქორწინდნენ.

ტეილორის ყველაზე ცნობილი ქმარი რიჩარდ ბარტონია, თუმცა მისი მემუარებიდან ვიგებთ, რომ მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული სწორედ მაიკ ტოდი იყო. მათი ისტორია მაშინ დასრულდა, როცა ტოდის პირადი თვითმფრინავი, The Liz (რომელსაც სახელიც ტეილორის პატივსაცემად დაარქვა), ავარიულად ჩამოვარდა 1958 წლის 22 მარტს, მათი ქორწინებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ. ნახეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი