პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიეკლესიამდე აქ ციხე-სიმაგრე ყოფილა აგებული, რაზეც გალავნის საძირკველი მეტყველებს - წალენჯიხის მაცხოვრის...

ეკლესიამდე აქ ციხე-სიმაგრე ყოფილა აგებული, რაზეც გალავნის საძირკველი მეტყველებს – წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ქალაქ წალენჯიხის მიმდებარედ. ის X-XIII საუკუნეების ძეგლია.
ეკლესიამდე აქ ციხე-სიმაგრე ყოფილა აგებული, რაზეც გალავნის საძირკველი მეტყველებს. საეპისკოპოსო აქ 1639 და 1650 წლების შუალედში დაარსდა ლევან II-ის თაოსნობით. პირველ წალენჯიხელ ეპისკოპოსად ალავერდელი მიტროპოლიტი მიტროფანე მიიჩნევა.
ქეთევან დედოფალს, რომელიც 1624 წელს ირანში წამებით მოკლეს, თან წაღებული ჰქონდა ღვთისმშობლის ხატი. მიტროფანემ ისპაჰანიდან დაიხსნა ეს ხატი, გამოიქცა სპარსეთიდან და ლევან დადიანთან შეიხიზნა.
მისი გარდაცვალების შემდეგ, 1678 წელს, აფხაზებმა ზუგდიდი, ცაიში და ხობის მონასტრები დაარბიეს და წალენჯიხის მონასტერი გაძარცვეს. ეკლესია ვინმე გიორგის თავის მეუღლესთან, თათუასთან ერთად განუახლებია და მამული და ყმები შეუწირავს.
მას აქ მოუწყვია თავისი ოჯახის საძვალეც. წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში დასავლეთის ეკვდერში განისვენებს სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანი და მისი მეუღლე დედოფალი ნესტან დარეჯანი.
წალენჯიხის მონასტერში მაღალ დონეზე იდგა წიგნების გადაწერის ხელოვნება, თავის დროზე მოღვაწეობდნენ კალიგრაფ-გადამწერები: აფაქიძე, მანუჩრ ქვაბულია, კანდელ-მოძღვარი ეფემიძე მელქისედბეგი, მღვდელი-კალიგრაფი გაბრიელ ბოკუჩავა. კომუნისტური მმართველობის პერიოდში, შვიდი ათწლეულის განმავლობაში, ეკლესია დაკეტილი იყო.
1988 წელს კი ტაძარში კვლავ აღდგა ღმრთისმსახურება.
  პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ქეით მიდლტონისგან, რომელიც ახლა სიმსივნეს ებრძვის, ბოდიშის მოხდას ითხოვენ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი