ეკა კუპატაძე, დაკავებული დემეტრე კასრაძის მიმოწერას აქვეყნებს

1 წუთიანი წაკითხვა
ეკა კუპატაძე ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებაზე: „მან გააჟღერა ბევრი არასწორი ინფორმაცია - ტყუილია ეგ ყველაფერი. სულ არ მცალია ახლა მე ნანუკა ჟორჟოლიანისთვის. სამყარო ჩამოქცეული მაქვს. გიჟური გამოხტომები და პოლიტიკურ რელსებზე გადაყვანა არის სრული აბსურდი“

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში დაკავებული დემეტრე კასრაძის მიმოწერას აქვეყნებს.

„დემეტრე კასრაძე ხომ გახსოვთ? ჰო, აი ის, გიგას სიკვდილს აჟიტირებული რომ ელოდებოდა!
(ისევ დავდებ მისი მესიჯის სქრინს, რომელიც გაბაშვილს გაუგზავნა.) ირაკლი სულაბერიძეც ხომ იცით?
დიღმის ჩხუბების კადრები რომ გაავრცელა პროკურატურამ, იქ ჩანს — წითელმაისურიანი მხეცი.
ამოწმებს, მსხვერპლი გაითიშა უკვე თუ კიდევ უნდა გააგრძელონ წიხლებით ძალადობა.
ჰოდა, მაგათი სასამართლო პროცესია დღეს, 13:00 სთ-ზე. მოწმის სახით ვარ დაბარებული.

ყველა მოძალადემ უნდა მოისმინოს წაყენებული ბრალის მაქსიმალური სასჯელი, რომ მოსახლეობა გაიფილტროს მათგან, ვისთვისაც ეს ნორმაა! სხვა თუ ვერა, დიდი დიღომი მაინც იხსნა გიგა ავალიანმა.

„მოგიკვდეს დედა”-თქო — ამასაც ვერ ვამბობ. არ მცალია სიკვდილისთვის, შვილის მკვლელებს და მათ ოჯახებს ვჭირდები ჯერ!“ – წერს ეკა კუპატაძე.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ეკა კუპატაძე, დაკავებული დემეტრე კასრაძის მიმოწერას აქვეყნებს. 8 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ეკა-კუპატაძე-დაკავებული/

  „მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა. მე მხეცურად მომიკლეს უდანაშაულო შვილი“-შვილმოკლული დედა, ეკა კუპატაძე
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi