პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიეთერზეთი სახისთვის! როგორ გავიქროთ ნაოჭები სახლის პირობებში

ეთერზეთი სახისთვის! როგორ გავიქროთ ნაოჭები სახლის პირობებში

ასაკთან ერთად კანი კარგავს ელასტიურობას, ჩნდება ნაოჭები… ქალების უმეტესობა უპირატესობას ბუნებრივ პროდუქტებს ანიჭებს. ახალგაზრდული კანის შესანარჩუნებლად არსებობს სხვადასხვა ეთერზეთი, რომელსაც აქვს გამაახალგაზრდავებელი, ანტიოქსიდანტური მოქმედება,

ეთერზეთი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და აღადგენს ბზინვარებასა და ელასტიურობას.

ზეთის არჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ თქვენი კანის ტიპი.ეთერზეთი

ყველაზე ეფექტური ეთერზეთები

📌ვარდი

დაბერების საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო ზეთი. ანელებს დაბერების პროცესს, ათანაბრებს სახის ფერს და ხდის კანს რბილს და ხავერდოვანს. ვარდი ეფექტურად ანეიტრალებს წვრილ ნაოჭებს, ნაწიბურებს და კვალს. წაისვით დილით გაწმენდილ კანზე, ნატურალურ კრემთან ან ზეთთან შერევის შემდეგ.

📌ლავანდა

აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ატენიანებს და კვებავს კანს, აქრობს ნაოჭებს. ებრძვის შეშუპებას, სიმშრალეს და სიწითლეს. რეკომენდებულია დილა-საღამოს გამოსაყენებლად. წაისვით რამდენიმე წვეთი პრობლემურ ადგილებში. კარგია მზეზე ხანგრძლივი ზემოქმედების შემდეგ გამოსაყენებლად.

📌გვირილა

აძლიერებს ლიპიდურ ფენას და ხელს უწყობს უჯრედების შიგნით ტენის შენარჩუნებას. აქვს დამამშვიდებელი თვისებები – ამშვიდებს სახის კუნთებს და ხელს უწყობს ნაოჭების შემცირებას. წაისვით სახეზე და მკერდზე ძილის წინ. გვირილის ეთერზეთი არა მხოლოდ გაახალგაზრდავებთ, არამედ მოგიხსნით სტრესს და დაგეხმარებათ სწრაფად დაძინებაში.

📌ჟასმინი

ააქტიურებს მეტაბოლურ პროცესებს და შლის ტოქსინებს. აღადგენს კანის სტრუქტურას, სიმტკიცეს და ელასტიურობას.ეთერზეთი

ეთერზეთები სახის კანის გასაახალგაზრდავებლად არამხოლოდ ბუნებრივი, არამედ ძალზედ ეფექტური საშუალებაა. სწორი არჩევანი და რეგულარული გამოყენება დაგეხმარებათ კანის ბზინვარების, სიმკვრივისა და ახალგაზრდულობის დაბრუნებაში.

 

  გსურს ინდოეთში წასვლა? - რა უნდა იცოდე წასვლამდე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი