პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაევროპის ქვეყნები 20 ივნისს ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებებს გამართავენ

ევროპის ქვეყნები 20 ივნისს ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებებს გამართავენ

ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი 20 ივნისს ირანთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მოლაპარაკებები შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართება. გარდა კალასისა მასში მონაწილეობას გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ.

როგორც Reuters-ს წყარო უყვება, მინისტრები თავდაპირველად კალასს ჟენევაში მდებარე გერმანიის საკონსულოში შეხვდებიან, ხოლო შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან შეხვედრაზე გადაინაცვლებენ.

აშშ-თან კოორდინაციით დაგეგმილი მოლაპარაკებების მიზანია, ირანის მხარის დარწმუნება, რომ მან მყარი გარანტიები გასცეს იმის შესახებ, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ სამოქალაქო მიზნით განავითარებს.

მოლაპარაკებების შემდეგ ექსპერტების დონეზე სტრუქტურირებული დიალოგი გაიმართება.

  „Herbal Healing“-ის პროდუქცია არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და რეგულაციებს – გიორგი ფხაკაძე Arun Khatri-ს მტკიცებულებებით პასუხობს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი