შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოეგვიპტეში 2 000 წლის წინ ჩაძირული ქალაქიდან არტეფაქტები ამოიღეს

ეგვიპტეში 2 000 წლის წინ ჩაძირული ქალაქიდან არტეფაქტები ამოიღეს

ეგვიპტის სანაპიროსთან, ხმელთაშუა ზღვაში ჩაძირული ქალაქიდან უძველესი ქანდაკებები, რომაული მონეტები და სხვა არტეფაქტები ამოიღეს.

ეგვიპტის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ სავარაუდოდ ჩაძირული ქალაქი კანოპუსი, რომელიც მნიშვნელოვანი ცენტრი იყო როგორც პტოლემეების დინასტიის (რომელიც ეგვიპტეს თითქმის 300 წელი მართავდა), ისე რომის იმპერიის მმართველობის დროს (რომელიც ქვეყანას დაახლოებით 600 წელი განაგებდა).

ის წყალქვეშ ახლომდებარე ჰერაკლიონთან ერთად მიწისძვრებისა და ზღვის დონის მატების გამო, 2000 წლის წინ აღმოჩნდა.

ნაპირზე ამოიტანეს ძველი ქანდაკებები, ხომალდების ნაწილები, ღუზები. წყალქვეშ აღმოჩენილია სახლების, სავაჭრო და სამრეწველო ნაგებობები და მრავალი სხვა. თუმცა ამ არტეფაქტების დიდი ნაილი ეგვიპტის „ჩაძირულ მემკვიდრეობად“ რჩება, რადგან მათი ნაპირზე ამოტანა ტექნიკურად შეუძლებელია.

  დიდთოვლობას გურიაში მსხვერპლი მოჰყვა - რა ხდება რეგიონში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი