პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოესპანეთის მეფეს ფელიპე VI-ს საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

ესპანეთის მეფეს ფელიპე VI-ს საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

2025 წლის 30 აპრილს ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ჭკუასელმა ესპანეთის მეფეს ფელიპე VI რწმუნებათა სიგელები გადასცა. სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ესპანეთის სამეფო სასახლეში გაიმართა.

 

ცერემონიის შემდეგ საქართველოს ელჩსა და ესპანეთის მეფეს შორის აუდიენცია გაიმართა, რომლის დროსაც ვრცლად ისაუბრეს და ორმხრივი მზაობა გამოიხატა საქართველოსა და ესპანეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და პრაქტიკულად ყველა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე. მეფემ წარმატებები უსურვა საქართველოს ელჩს თავისი მანდატის განხორციელებაში.

თავის მხრივ, ელჩმა ალექსანდრე ჭკუასელმა დაადასტურა ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების სურვილი და მზაობა.

  "ნარკომანს არ აშინებს სიკვდილი. მინდოდა დამენებებინა, ბევრჯერ მიყვირია, გადამარჩინეთ-მეთქი, მაგრამ თავს ვერ ვერეოდი...“ - ნარკომომხმარებლის აღსარება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი