ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
მთავარისაზოგადოებარადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 4 ივნისს

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 4 ივნისს

2024 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7 პროცენტით გაიზარდა და 48.9 მილიარდი ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 17.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.6 პროცენტით მეტია.

****

თბილისის ახალი აეროპორტის გენერალური გეგმის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერის მოხსენებაშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, გეგმის ბიუჯეტი 736 ათასი დოლარია, ხოლო პროექტს აზიის განვითარების ბანკი და აეროპორტების გაერთიანება ერთობლივად განახორციელებენ.

ტენდერის გამოცხადება  უახლოეს პერიოდში იგეგმება და განვითარების გეგმის დასასრულებლად საჭირო იქნება 6-8 თვე,“- ნათქვამია პრემიერის მოხსენებაში.

****

ლიკანში, მესხეთის N39-ში, სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ბორჯომის მერიაში აღნიშნავენ, პროექტი ითვალისწინებს მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას, საერთო სამშენებლო და გამწვანების სამუშაოებს, საპარკე სკამებისა და სანაგვე ურნების მონტაჟს, გარე განათების, წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას.

,ბორჯომი ტურისტული ქალაქია, შესაბამისად, ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის გასართობი ზონების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა ბორჯომის მერმა.

****

საქართველოში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, ბოლო წლებია ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა. საქსტატის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს მაისში საქართველოში ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 17,90%-ით არის გაძვირებული.

ფასები წლებია იზრდება ბაზარზეც. „ოქროს ბირჟაზე“ კი 1 გრამი 958 სინჯის ოქროს, ე.წ. „ბაჯაღლოს“ ფასი 2022 წელს საშუალოდ 170 ლარი იყო, 2023 წელს – 180-185 ლარი, ხოლო ამჟამად მისი ღირებულება 220 ლარს შეადგენს.

ოქროს ბირჟაზე აცხადებენ რომ ფასების ზრდის მიუხედავად, მოთხოვნა მაინც მაღალია.

****

თურქეთში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპმა მაისში 2022 წლის ნოემბრის შემდეგ მაქსიმუმს კიდევ ერთხელ მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის სტატისტიკის ინსტიტუტის ანგარიშში ვრცელდება.

  თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში თანამშრომელთა ხელფასი იზრდება

მაისში ინფლაციამ წლიურად 75,45% შეადგინა, მაშინ, როცა აპრილში 69,8% დაფიქსირდა. სურსათზე ფასებმა 70,1%-ით, ხოლო ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე 50,9%-ით მოიმატა.

****

„მზიურის პარკის“ მიმდებარედ, მდინარე ვერეს ნაპირსამაგრის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. მდინარე ვერეს ნაპირზე, ერთ ჰექტრამდე ფართობის ტერიტორიას ლელქაშისაგან და ამონაყრისაგან ასუფთავებენ. აღნიშნული სამუშაოების ნაწილი უკვე შესრულებულია.სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოიჭრა მდინარის ნაპირზე არსებული დაზიანებული ხე-მცენარეები.

****

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ფარმაცევტული სექტორის გამოწვევები განიხილეს. ასოციაციაში შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წარმოდგენილი სტანდარტები შეიძლება იმაზე მკაცრიც კი იყოს, ვიდრე ამჟამად აშშ-ში და ევროპაში მოქმედი რეგულაციებია.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, მთავარი ამოცანაა, როგორც ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა, ასევე მოქალაქეებისა და პაციენტებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ფარმაცევტული პროდუქციის შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა.

****

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა. გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

****

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, 44 დეპუტატის სახელით, პარლამენტს განსახილველად საქართველოს შესახებ განცხადების პროექტი წარუდგინა.

პროექტში აღნიშნულია, რომ ესტონეთის პარლამენტი გმობს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს ქართველი ხალხის აშკარა უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ. საგარეო საქმეთა კომიტეტი დოკუმენტის პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვისა და კენჭისყრისთვის გაგზავნის საკითხს დღეს 4 ივნისს განიხილავს.

****

ინდოეთის საყოველთაო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის „ინდოეთის სახალხო პარტია“ ლიდერობს.

ინდოეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ დროისთვის ხმების 50%-ია დათვლილი.

ინდოეთის საპარლამენტო არჩევნებში „ინდოეთის სახალხო პარტია“ და მისი კოალიცია სულ მცირე 290 მანდატით ლიდერობს.

****

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 02:03 საათზე, ონთან მოხდა. მისი სიმძლავდე 5.4 მაგნიტუდას შეადგენდა.

  დიდთოვლობას გურიაში მსხვერპლი მოჰყვა - რა ხდება რეგიონში

****

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მედიის წარმომადგენლებს ვაშლოვანში უმასპინძლა.

„ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და ოპერატორები 3 დღის განმავლობაში ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების უნიკალურ ადგილებს გაეცნენ. მედიის წარმომადგენლებმა დაცულ ტერიტორიაზე მობინადრე ცხოველები და ფრინველები გადაიღეს.

პრესტურის მონაწილეებმა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტურისტული მარშრუტები და სალაშქრო ბილიკები შეისწავლეს.

****

საქართველოში პირველად, გამოიცა ფოტოალბომი, რომელიც თავს უყრის სრულ და ამომწურავ ინფორმაციას ქვეყანაში მოქმედი ყველა რელიგიური გაერთიანების როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე საკულტო ნაგებობის შესახებ- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ალბომი, ასევე, გვაწვდის ინფორმაციას მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების შესაბამისად, საქართველოს რელიგიური განფენილობის შესახებ.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, მეცნიერებს, ფოტოხელოვანებს და ყველას, ვისაც აღნიშნული ფოტოალბომის შექმნასა და გამოცემაში წვლილი მიუძღვის.

****

„თბილისის მეტროს“ პროექტის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელთა ფორუმი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ფორუმზე ყურადღება გამახვილდა თბილისის მერიის სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში უკვე განხორციელებულ თუ დაგეგმილ პროექტებზე. ღონისძიების მონაწილეებმა, ასევე, იმსჯელეს მგზავრთა საჭიროებებზე, არსებულ გამოწვევებსა და იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებასთან და მისი პოლიტიკის ფორმულირებასთან.

****

გაერო-ს სამდივნომ დაადასტურა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენელი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ფარჰან ჰაკმა განაცხადა.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, ორგანიზაციის რომელი წარმომადგენელი წავა სამიტზე.

შეგახსენებთ, შვეიცარიაში მშვიდობის სამიტი 15-16 ივნისს გაიმართება. უკრაინული მხარის ინფორმაციით, სამიტში მონაწილეობა 100-ზე მეტმა ქვეყანამ დაადასტურა.

დღის ამბებს, ჰოროსკოპსა და გემოვნებიან მუსიკას მოუსმინეთ რადიო „პოზიტივზე“ FM 104.3

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

LIVE