კვირა, ნოემბერი 17, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირადიორადიო “პოზიტივის” დღის ამბები 6 ნოემბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 6 ნოემბერი

დღის ამბები პოზიტივზე

დღის ამბები-

თბილისში დღეს შუქი მთელი დღით ჩაქრება – ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია “თელასი” ავრცელებს: მათივე ცნობით, მთაწმინდის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მოსახლეობას. დიდუბის რაიონში  10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, აკაკი ბაქრაძის და გელოვანის ქუჩების მოსახლეობას. გლდანი-ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის გზატკეცილის, სოფელი გლდანის, მუხიანის დასახლების, ლიბანის, ანდრონიკაშვილის, წერეთლის, ერისთავი-ჯორჯაძის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის, ერისთავის, ქობულეთის, ფალიაშვილის, ბარნოვის, და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონიში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის ჩიკვაიძის ქუჩების მოსახლეობას.

….

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N26-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამუშაოები 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება. „ამ სივრცეში დაგეგმილია განათების სისტემის, საფეხმავლო ბილიკების, ფანჩატურების, სპორტული და საბავშვო მოედნების, სასმელი წყლის სოკოს ფორმის შადრევნის მოწყობა. ასევე, განთავსდება საპარკო ავეჯი და მოეწყობა მაგიდის ჩოგბურთის სივრცე. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება ხე-მცენარეები“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, საუბნო პარკები და სკვერები ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

….

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობის მიზნით ოპოზიციური კოალიციების ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან. პარალელურად სასამართლოში სხდომა არის ჩანიშნული, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციები რიგ უბნებში ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ითხოვენ.  კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე სასამართლოს შენობაში შესვლას ითხოვდა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა, რადგანაც სააპელაციო სასამართლოს ეზოში სამართალდამცველები არიან განლაგებული, ეზოში შესასვლელი მთავარი კარი კი ჩაკეტილია.

….

უეფა-ს ერთა ლიგის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს. 16 ნოემბერს უკრაინის საფეხბურთო ნაკრებთან მატჩი ბათუმში ჩატარდება, ხოლო 19 ნოემბერს – ჩეხეთში. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ორივე მატჩისთვის პირველი რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანები დამონტაჟდება.

….

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. Fox News-ის ცნობით, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, ხოლო „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, კამალა ჰარისს 226 ხმა. სენატორი ჯეი დი ვენსი აშშ-ის 50-ე ვიცე-პრეზიდენტი გახდება.

….

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი თავართქილაძის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 600- მდე ოჯახი სრულად დაკმაყოფილდება. მისივე თქმით, გეგმავენ, რომ უახლოეს პერიოდში ახალი ინტერესთა გამოხატვებიც გამოაცხადონ, რომლის ფარგლებშიც ინვესტორებს მოუწოდებენ, რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მიიღონ.

….

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.  “ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,” – აღნიშნულია განცხადებაში.

….

მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შესანარჩუნებლად, საქართველოს მთავრობა აქტიურად ახორციელებს ეკონომიკის ტრადიციული დარგების ტრანსფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე ხონჩიაოს საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით.

….

„ღვინის ეროვნული სააგენტო“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის კამპანიას აქტიურად აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, პრესტიჟული გამოცემის – The New York Times ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელსაც კვირის განმავლობაში, საშუალოდ, 100 მლნ მომხმარებელი ჰყავს, ქართული ღვინის სარეკლამო ბანერების სლაიდშოუ განთავსდა.  ამის შესახებ ინფორმაციას „ღვინის ეროვნული სააგენტო“ ავრცელებს.

….

ეს ამერიკის ოქროს ხანა იქნება, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ფლორიდაში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა. სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ამერიკელ ხალხს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა მისთვის პატივია. „მე თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის ვიბრძოლებ. თქვენთვის ყოველდღე ვიბრძოლებ. ეს ამერიკის ოქროს ხანა იქნება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. შეგახსენებთ, ტელეკომპანია Fox News-ის წინასწარი მონაცემებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა.

….

ნუცუბიძის ფერდობზე, IV მიკრორაიონის N35 კორპუსში მცხოვრებ პირებს ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დაუკანონდებათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, მიმდინარე წლის 23 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე უკვე განიხილეს 14 პირისთვის შესაბამისი ფართების საკუთრებაში გადაცემის საკითხი, ხოლო დღევანდელ სხდომაზე განიხილება დამატებით 10 პირის საკითხი. თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნულ პირებს ფართები სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ არსებული საშინაო ვალის სანაცვლოდ უკანონდებათ, რასაც ისინი 1990-იან წლებში, შესაბამისი თანხის გადახდის მიუხედავად, წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.  მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში სრულად მოგვარდება.

….

წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მაგისტრალურ მილსადენზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისისა და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, აუცილებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანიის 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში აღნიშნული მაგისტრალური ქსელის მონიტორინგის შედეგად მოხდა ორი ამორტიზებული მონაკვეთის იდენტიფიცირება და შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიგეგმა. კომპანიის ცნობით, რეაბილიტაციის მასშტაბიდან გამომდინარე, „ჯივიპის“ ტექნიკური ჯგუფები ორივე ლოკაციაზე პარალელურად, 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში იმუშავებენ – ფარნავაზ მეფის გამზირზე ახლით შეიცვლება 24 მეტრის სიგრძის მაგისტრალური მილი, ასევე დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე განახლდება ქსელის მოძველებული და ამორტიზებული მონაკვეთები. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. ,,წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, და ფეისბუქის ვებგვერდის მეშვეობით“, – აცხადებენ კომპანიაში.

….

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. „საქპატენტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ისეთი სამეცნიერო და შემეცნებითი პროექტების ერთობლივად განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ინოვაციებისა და საგამომგონებლო საქმიანობის წახალისებასა და, ასევე, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კვალიფიკაციის ამაღლებას.

….

“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ53 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,”  – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

….

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. „დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას ვულოცავ! გლობალურ საქმეებში „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ მიდგომის მიმართ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას ვაფასებ. ეს ზუსტად ის პრინციპია, რომელსაც უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მოტანა შეუძლია. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ერთად ამას რეალობად ვაქცევთ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. უკრაინის პრეზიდენტმა სექტემბერში დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მათ აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა, გამარჯვების გეგმა და რუსული აგრესიის დასრულების გზები დეტალურად განიხილეს.

….

გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერის მოეწყო. ახალი რეკრეაციული სივრცე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილესთან, კახა გულედანთან ერთად დაათვალიერა. სკვერი დღესვე, 19:00 საათზე კონცერტით გაიხსნება. „გლდანის მესამე მიკრორაიონში ვიმყოფებით, სადაც დავასრულეთ მე-9 კორპუსის წინ არსებული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ აქ რამდენიმე თვის წინ ვიმყოფებოდით და გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო. დღეს ტერიტორია სრულად განახლებული და მოწესრიგებულია. პროექტის ფარგლებში, დაირგო ხე-მცენარეები, მოეწყო სარწყავი სისტემა, განათება, გაჩნდა სივრცეები, სადაც პატარებს შეუძლიათ თამაში. მინდა ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, რადგან აქ იყო უსახური ფარეხები, რომლებიც ავიღეთ. საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი სივრცე გამოვიდა, რეაბილიტირებულია საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანი. დღეს, 19:00 საათზე გაიმართება კონცერტი და ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია მობრძანდეს და ისიამოვნოს დღევანდელი საღამოთი“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერიის ცნობით, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე და თბილისის საკრებულოს წევრები.

….

მუხრანის მოხუცთა თავშესაფარ შპს “მუხრანის სავანეში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ბენეფიციარი გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ხანძრის შედეგად ასევე დაშავებულია 2 ბენეფიციარი.  ,, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მუხრანის თავშესაფრის ყველა ბენეფიციარმა გაიარა შესაბამისი შემოწმება და გადაყვანილები არიან სხვადასხვა თავშესაფარში, სადაც ყველა საჭირო სერვისით არიან უზრუნველყოფილნი. ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

….

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „იქომერს.ჯორჯია 2023“-ს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საკითხი შეეხება სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების შეუსრულებლობას.  ინფორმაციისთვის: კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

….

საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა საუდის არაბეთის განვითარების ფონდთან, ერთმანეთს გავუზიარეთ ინფორმაცია, როგორც დასრულებულ, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, საუდის არაბეთის განვითარების ფონდის (SFD) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ფაიზალ მოჰამედ ალ-კატანისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა საუდის არაბეთის სამეფოს დედაქალაქ რიადში მიმდინარე საგზაო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

….

აშშ-ს შეუძლია, შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით და ხელი შეუწყოს კონფლიქტის დასრულებას, მაგრამ ვერ შეძლებს მის შეჩერებას ერთ ღამეში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მიერ სავარაუდო ჩარევის მცდელობებზე უსაფუძვლოა. პესკოვმა აღნიშნა, რომ არ იცის ვლადიმერ პუტინის გეგმების შესახებ, მიულოცავს თუ არა დონალდ ტრამპს გამარჯვებას.

….

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეების რაოდენობა იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ კანონში შევიდა. მთავრობის დადგენილებით, მინისტრს ახლა უკვე 5 მოადგილე ეყოლება, იქამდე კი მოადგილეების რაოდენობა ოთხს შეადგენდა. დადგენილება 2024 წლის 5 ნოემბრიდან ამოქმედდა.

….

მთავრობამ „ჰაერის კონდიციონერის ენერგო-ეტიკეტირების წესების“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით განისაზღვრა რიგი ვალდებულებები, რაც ტექნიკის მიმწოდებლებს უჩნდებათ.  დადგენილების შედეგად, ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრა ჰაერის კონდიციონერის მიმწოდებლის ვალდებულებები, ასევე კონდიციონერის შესახებ ხელმისაწვდომი უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია.  აღსანიშნავია ისიც, რომ კონდიციონერის შესახებ რეკლამაში ენერგოეფექტურობის კლასი უნდა მიეთითოს იმ შემთხვევაში, თუ რეკლამა ენერგიასთან ან ფასთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეიცავს. აღნიშნული ცვლილებები ძალაში 2025 წლის 31 დეკემბრიდან შედის.

….

„გაზის გამათბობლების შემოწმების მიზნით, კომპანიები ყოველ წელიწადში ერთხელ გადაამოწმებენ მომხმარებლებს,“ – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა განაცხადა.  როგორც გულეიშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქსელის და ქსელზე არსებული დანადგარების სწორად გამოყენება, ექსპლუატაციაში სწორად მიღება მოხდეს. „ჩვენთვის, როგორც თითოეული მომხმარებლისთვის ზამთრის სეზონი ყოველთვის გამათბობელი სისტემების ჩართვას უკავშირდება. ამას კიდევ ის ემატება, რომ ამ დანადგარების გამოყენება დახურულ სივრცეში გვიწევს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქსელის და ქსელზე არსებული დანადგარების სწორად გამოყენება და მათი ექსპლუატაციაში სწორად მიღება მოხდეს.’’  – აღნიშნა გულეიშვილმა.

….

2024 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.4%-ით შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, კლება მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.2%-იანი კლებით იყო გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ ინდექსი ერთი თვის ჭრილში მცირედით შემცირდა, წლიურად 5.8%-იან ზრდას აჩვენებს. მონაცემების თანახმად, ამ შემთხვევაში ზრდა მშენებლობის სფეროში დასაქმებულთა ნომინალური ხელფასის 20.3%-ით გაზრდამ ზრდამ განაპირობა. გარდა ამისა, მშენებლობის წლიური გაძვირება განაპირობა სამშენებლო მასალების 4.1%-ით გაზრდამაც.

….

ას შემდეგ, რაც ამერიკის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, მსოფლიოში ნედლეულის ფასები მკვეთრად ეცემა. გაიაფებულია როგორც საწვავი წიაღისეული, ასევე ძვირფასი ლითონები და საკვები. tradingeconomics.com-ის მონაცემებით, ამ დროისთვის გაიაფებულია ყველა პროდუქტი.  დღეის მდგომარეობით,  ფასები სხვადასხვა ნედლეულზე შემცირებულია 0.7%-დან 4%-მდე.  გარდა ძირითადი პროდუქტებისა, ბირჟებზე იაფდება ბევრი სხვა ნედლეულიც, მათ შორის, შაქარი, კარტოფილი, ბამბა და ა.შ.

დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
როგორ გავატაროთ 5 დღე ტაილანდში და მის კუნძულებზე

როგორ გავატაროთ 5 დღე ტაილანდში და მის კუნძულებზე

14 November, 2024
ექიმები პაციენტებს ხშირად აშორებენ „უსარგებლო” ორგანოს, რომელიც რეალურად კიბოს ებრძვის

ექიმები პაციენტებს ხშირად აშორებენ „უსარგებლო” ორგანოს, რომელიც რეალურად კიბოს ებრძვის

ნოემბერი 15, 2024
მცენარეები ინტერიერში – 3 იდეა შთაგონებისთვის

მცენარეები ინტერიერში – 3 იდეა შთაგონებისთვის

ნოემბერი 17, 2024
ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ნოემბერი 15, 2024
VIDEO: ,,მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი დედა ვარ, ამაზე ცუდი სამი წელი არ მქონია.”- მაია ასათიანი

VIDEO: ,,მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი დედა ვარ, ამაზე ცუდი სამი წელი არ მქონია.”- მაია ასათიანი

14 ნოემბერი 2024
ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ნოემბერი 15, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
საფერავი პირველ ადგილზეა -ყველაზე ცნობილი ქართული ღვინოები მსოფლიოში

საფერავი პირველ ადგილზეა -ყველაზე ცნობილი ქართული ღვინოები მსოფლიოში

ნოემბერი 16, 2024
2024 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი ჯონ კრასინსკი გახდა

2024 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი ჯონ კრასინსკი გახდა

ნოემბერი 16, 2024
ახალი ნაბიჯი საავტომობილო ინდუსტრიისთვის-ილონ მასკმა წყლის ძრავა შექმნა

ახალი ნაბიჯი საავტომობილო ინდუსტრიისთვის-ილონ მასკმა წყლის ძრავა შექმნა

17 ნოემბერი 2024
Blue-ს კონცერტი თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში

Blue-ს კონცერტი თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში

ნოემბერი 16, 2024
სენსორული თითი რობოტებისთვის — ინოვაციური სტარტაპი ტექნოლოგიურ რევოლუციას იწყებს

სენსორული თითი რობოტებისთვის — ინოვაციური სტარტაპი ტექნოლოგიურ რევოლუციას იწყებს

ნოემბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი