დღის ამბები პოზიტივზე
დღის ამბები -აშშ-ის ფლორიდის შტატს მე-3 კატეგორიის ქარიშხალი „მილტონი“ დაატყდა თავს. Fox News-ის ინფორმაციით, ფლორიდის სენტ-ლუსიის ოლქში სტიქიის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა.
გამოცემის ცნობით, შერიფის ოფისს არ დაუზუსტებია, რამდენი ადამიანი დაიღუპა, თუმცა განაცხადა, რომ არის დაღუპვის „მრავლობითი შემთხვევა“.
„მილტონს აქვს პოტენციალი იყოს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი დასავლეთ-ცენტრალურ ფლორიდაში“, – განაცხადა აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა.
ქარიშხალმა მთელ შტატში ტორნადოები გამოიწვია, ძლიერი ქარისა და წვიმის გამო, მილიონ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
….
2024 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარმა რედაქტორმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ აბაშიძემ ენციკლოპედია „საქართველოს“ ახლადგამოცემული V ტომი წარმოადგინა. ინფორმაციას მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ავრცელებს.
ენციკლოპედიაში დიდი ადგილი ეთმობა დღემდე ნაკლებად ცნობილ ფაქტებსა და მოვლენებს,მკითხველი გაეცნობა საქართველოს შესახებ არსებულ მრავალფეროვან და უახლეს ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ფაქტსა თუ მოღვაწეზე, ასევე იმ მოვლენებზე, რომლებმაც კვალი დააჩნიეს ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიას.
….
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ქალმა მსჯავრდებულებმა ტანსაცმლის მოდელები და ხელნაკეთი აქსესუარები საკუთარი დიზაინით შექმნეს და საზოგადოებასა და ჟიურის წევრებს პროფესიონალ მოდელებთან ერთად, თავადაც წარუდგინეს.
პატიმარ ქალებს საკუთარი ნამუშევრების წარდგენის საშუალება პირველად მიმდინარე წლის ივნისში, ვენეციის საერთაშორისო მოდის კვირეულზე მიეცათ, სადაც მათ სხვადასხვა აქსესუარით, მათ შორის, ტყავისა და თექით გაფორმებული მოდელები წარადგინეს;
განსაკუთრებულად ემოციური ღონისძიების ფინალი აღმოჩნდა. ჩვენების დასასრულს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი მონაწილე მსჯავრდებული, „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე, პატიმრობიდან გათავისუფლდა.
….
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მცხეთის სათავო ოფისში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის აკადემიის მიერ ორგანიზებული „საქპატენტის“ ტრენერთა გადამზადების მეორე ეტაპი წარმატებით განხორციელდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.
„პროგრამის მიზანია „საქპატენტის“ ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება და ტრენერთა ბაზის ფორმირება, რათა პროგრამის მონაწილეებმა მომავალში შეძლონ სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფისთვის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ შინაარსობრივად აქტუალური და მაღალი დონის ტრენინგის დაგეგმვა და ჩატარება.
….
კონკურსის „საქართველოს საუკეთესო სომელიე” გამარჯვებული საბა ქიტიაშვილი გახდა.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„კონკურსში 10 სომელიე მონაწილეობდა, რომელთაგან სამი ფინალურ ეტაპზე გადავიდა. საკონკურსო დავალებების შედეგების შეჯამების შედეგად, ჟიურის გადაწყვეტილებით, 2024 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიე საბა ქიტიაშვილი გახდა. კონკურსის ჟიურის წევრმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ სომელიეს პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში ის ერთ-ერთ განსაკუთრებულ როლს თამაშობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
….
მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საერთაშორისო საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ავრცელებს.
ხსენებული მემორანდუმი თავის მხრივ ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების ხელშეწყობას საგანმანათლებლო, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ და კულტურულ ასპარეზზე; ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებას, აკადემიური კადრების გაცვლას, ერთობლივი სამეცნიერო-ტექნიკური ტურების, სამეცნიერო შეხვედრების ჩატარებას და სხვ.
….
ქართველი გულშემატკივრებისთვის 11 ოქტომბერს, რესპუბლიკის მოედანზე, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაგეგმილი ღონისძიების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება.
„შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 10 ოქტომბრის 15:00-იდან 12 ოქტომბრის 14:00 საათამდე იმოქმედებს.
….
ბორჯომის სასპორტო სკოლის და ბიბლიოთეკის შენობის პროექტირება დასრულდა. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წელს დაიწყება.
„პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის N107-ში მდებარე შენობის სრული რეკონსტრუქცია /რეაბილიტაცია განხორციელდება. შენარჩუნებული იქნება შენობის იერსახე, დამატებით დეკორატიული ელემენტების გამოყენებით.
….
სინგაპურის ფინანსური კორპორაცია, Oversea-Chinese Banking Corp 1-ლი ნოემბრიდან რუსეთთან დაკავშირებულ ნებისმიერ ოპერაციას შეწყვეტს.
OCBC Bank არის ფინანსური კორპორაცია, რომლის სათავო ოფისი აზიური ვაჭრობის ერთ-ერთ ცენტრში, სინგაპურში მდებარეობს. ეს არის სინგაპურის უძველესი ბანკი, რომელიც 1932 წელს სამი ადგილობრივი ბანკის შერწყმის შედეგად შეიქმნა და სინგაპურის სიდიდით მეორე ფინანსური ორგანიზაციაა.
კორპორატიული და საცალო კლიენტებისთვის დაგზავნილ შეტყობინებაში OCBC მიზეზად ოპერაციულ გამოწვევებს ასახელებს, რომლებიც რუსეთის მიმართ სანქციების გამო მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვას უკავშირდება.
დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები