ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირადიორადიო "პოზიტივის" დღის ამბები 1 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 1 ოქტომბერი

დღის ამბები პოზიტივზე

დღის ამბები -თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა, რაც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის სატელევიზიო ანძა ცნობადობის ამაღლების ფერში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მხარდაჭერით განათდა.

****

ქობულეთში, ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დაესწრო. ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელება უმნიშვნელოვანესია აგრარ-ული დარგის განვითარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ახალი საწარმო სარეალიზაციოდ მოამზადებს მანდარინს, ციტრუსის წვენის კონცენ-ტრატს და პლასტმასის ყუთებს ხილის ტრანსპორტირებისთვის.

****

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღესთან დაკავშირებით, ახალქალაქში რეკრუტთა საწვრთნელი I და IV ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა ფიცი დადეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯარისკაცები თავდაცვის ძალების წვევ-ამდელთა ეროვნულ, ასევე პროფესიულ საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურს შეუერთდებიან.

****

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ბორჯომსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებებში 6 პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება 186.5 მილიონ ლარამდეა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტები, ეტაპობრივად, 2025-2026 წლებში დასრულდება და შედეგად, 44 ათასამდე ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

****

გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინა ქვეყანაში 15 ოქტომბრამდე შემოვა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აცრის გაკეთება ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. რაც შეეხება ვაქცინას, როგორც ცნობილია, ქვეყანაში ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შემოვა.

****

საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, მიმდინარე წლის 27 ოქტომბრიდან, ბერძნული Sky Express-ი რეგულარულ რეისებს ათენი – თბილისი – ათენის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. ავიარეისები კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

  რამდენ ლარად იყიდით დოლარს და ევროს დღეს

****

გელათის კედლის მხატვრობის ქართული ჯგუფის თანახელმძღვანელის, ლელა ნინოშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გელათში კედლის მხატვრობის  სამუშაოები ხანგრძლივად შეიძლება გაგრძელდეს, სამონასტრო კომპლექსი მოქალაქეებისთვის მას შემდეგ გაიხსნება, რაც დროებითი გადახურვის კონსტრუქცია დასრულდება. კედლის მხატვრობის სამუშაოებს შესაძლოა 5, 7 ან 10 წელი დასჭირდეს

****

მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში ჩატარებას ღონისძიების მონაწილე საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრი და გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე აჰმედ ალ ხატეები აფასებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. აჰმედ ალ ხატეების განმარტებით, ქვეყანაში ყველაზე გასაოცარი ქართველი ხალხია.

****

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთ თვეში უკანონო ნადირობის 215 ფაქტი გამოავლინეს.

მათივე ცნობით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 64 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში; 57 სამართალდარღვევაა გამოვლენილი იმერეთში, 28 – შიდა ქართლში, 16 – გურიაში, 14 – მცხეთა-მთიანეთში, 12 – კახეთში, 10 – სამცხე-ჯავახეთში, 9 – ქვემო ქართლში, 2 – აჭარაში, 1 კი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.

****

5-იდან -16 წლის მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია – გაზრდილია გასახურებელი თამბაქოს მოხმარებაც, – ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის” თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ განაცხადა.

უფრო კონკრეტულად, როგორც გიორგი ბახტურიძემ განმარტა, ბოლოს ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების თანახმად, 15-16 წლის მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება 15%-ს შეადგენს, გასახურებელი თამბაქოს მოხმარება კი 8%-დან 12%-მდე გაიზარდა.

****

თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ისნის რაიონში ახალაშენებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა. N124 ბაგა-ბაღი ვაზისუბნის დასახლებაში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე აშენდა და აღსაზრდელების პირველი ნაკადი 16 სექტემბერს მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.მათი ცნობით, ბაღი 9-ჯგუფიანია და 290 აღსაზრდელზეა გათვლილი, ადაპტირებულია შშმ პირთათვის, აქვს კეთილმოწყობილი ეზო გამწვანებითა და სათამაშო მოედნებით; შენობა აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით, უსაფრთხოების ბადეებითა და სააღმზრდელო ჯგუფების ინდივიდუალური საე-ვაკუაციო კიბეებით. პროექტის ბიუჯეტი 4,5 მილიონი ლარია.

  გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

****

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 1-ელი ოქტომბრიდან, 5 დღის განმავლობაში, აღნიშნული გზაზე მოძრაობა შეიზღუდება, გარდა ადგილობრივი მცხოვრებლების მსუბუქი ავტოტრანსპორტისა.

დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი