სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირადიორადიო ''პოზიტივის'' დღის ამბები 3 სექტემბერი

რადიო ”პოზიტივის” დღის ამბები 3 სექტემბერი

დღის ამბები პოზიტივზე

დღის ამბები -კომპანია ,,თელასის’’ განცხადებით, თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდება მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონებს.

****

განათლების მინისტრის ინიციატივით, წელს პროფესიული განათლება საჯარო სკოლებში შედის. უწყება პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პირველად სთავაზობს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. პროექტი ქვეყნის მასშტაბით საპილოტედ შერჩეულ 20 საჯარო სკოლაში განხორციელდება.

****

29 სექტემბრიდან საქართველო-ესპანეთს შორის მართვის მოწმობების გადაცვლა იქნება შესაძლებელი – ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შეთანხმების დეტალებსა და ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ესპანეთის სამეფოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

****

ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში იმყოფება. რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ორ დღეს გაგრძელდება. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის, მონღოლეთის ლიდერთან.

****

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩა N11-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანია ტექნიკურ სამუშაოებს ხვალ, 4 სექტემბერს დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

****

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ პეკინში საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველო-ჩინეთის პირველი შერეული კომისიის სხდომა გაიმართა. ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

****

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს,  3 სექტემბერს, 10:00-დან 10:10 საათამდე და 17:50-დან 18:00 საათამდე, მცხეთისა და დუშეთის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

****

დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. მეათე მოწვევის პარლამენტი პლენარულ სხდომებს სექტემბრის თვეში – ორი სასესიო კვირის ფარგლებში გამართავს. საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

****

გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სლოვენიაში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი „დემოკრატიების საზოგადოებაა“ და შესაბამისად, ქვეყნებს, რომლებიც გაწევრიანებას ცდილობენ, საჭირო რეფორმების გატარება მოუწევთ.

****

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, ავჭალაში, ალექსანდრე მანაგაძის მეოთხე ჩიხში, სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დედაქალაქის მერიის ცნობით, სამუშაოები 1 050 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ხორციელდება. „პროექტის ფარგლებში, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი,‘’ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

****

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის გუნდი საგურამოს ბაზაზე ვარჯიშობს. ამ ეტაპზე საგურამოში 11 ფეხბურთელი იმყოფება, ეროვნულ გუნდში გამოძახებული სხვა სპორტსმენები მათ ორ დღეში შეუერთდებიან. ნაკრები ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს ჩეხეთთან, მიხეილ მესხზე, 10 სექტემბერს კი ტირანაში, ალბანეთთან.

****

გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა, თინათინ ნიბლოშვილმა საკრებულოში „wise გოგონათა ბანაკის პროგრამის – მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე“ მონაწილეებს უმასპინძლა. საგანმანათლებლო პროექტი, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს აერთიანებს.

****

წინანდლის მამულში, კლასიკური მუსიკის ფესტივალის კონცერტების ფონზე, აბსტრაქციონისტი ფერმწერის, ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. მნიშვნელოვან ჯილდოებთან ერთად, როგორიცაა შოთა რუსთაველისა და ნიკო ფიროსმანის სახელობის პრემიები, მას მინიჭებული აქვს სახალხო მხატვრის წოდება.

****

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საკმარის ძალისხმევას არ დებს მძევლებთან დაკავშირებით შეთანხმების უზრუნველსაყოფად.

****

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო დაიღუპა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ. მათივე ცნობით, ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275 -ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

****

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რიგით მე-8 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში იმართება.

****

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 33 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს.

****

აჭარის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე უძღვებოდა. იუროს გადაწყვეტილებით, 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიში, რომელიც ბიუროს წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინე გვიანიძემ წარუდგინა, კომიტეტებში განსახილველად ჩაეშვა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

****

მონღოლეთთან ურთიერთობა რუსეთისთვის პრიორიტეტია, ახლა ორი ქვეყნის წინაშე ურთიერთობების დივერსიფიკაციის ამოცანა დგას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მონღოლეთის პრემიერ-მინისტრთან, ოიუნ-ერდენე ლუვსანამსრაისთან შეხვედრაზე განაცხადა. ამასთან, მან  ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის მთავარი ამოცანა ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაციაა.

****

2024 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელი ივლისის პერიოდში, თბილისში ნებართვა 86 ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის გაიცა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის ექვს თვეში დედაქალაქში შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით მიმდინარე 15 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შეჩერდა. 2024 წლის პირველ ნახევარში დედაქალაქში სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის წარმოებისთვის 165 ობიექტი დაჯარიმდა. დარღვევებისთვის ჯამურად გამოწერილი ჯარიმის რაოდენობამ კი 2 031 000 ლარი შეადგინა.

****

საქართველოში „ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ”კანონი ამოქმედდება. ამის შესახებ პარლამენტის 2024 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებულ საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული. ,,ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა ხელს შეუწყობს შესაბამისი მიდგომების საფუძველზე ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვას და უზრუნველყოფს მათთვის შესაბამისი პროგრამებისა და სერვისების განხორციელებას,“ – აღნიშნულია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაში.

****

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2024 წლის აგვისტოს თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ -სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 11 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 11 პირი, მათგან დაკავებულია 2 პირი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 17 483 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 90 000 ლარს აღემატება.

****

2024 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში -0.1%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 1% -ით განისაზღვრა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9% იყო, ისევე როგორც თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი. ამის შესახებ ინფoრმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ამავე სტატისტიკის მიხედვით, წელს აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, პროდუქტებს შორის, ყველაზე მეტად კიტრი, კივი და ნიორი გაძვირდა.

****

სატვირთო ავტომობილის მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 4 ქალაქშიაშესაძლებელი. კერძოდ, C კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდების პირველი და მეორე ეტაპის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ 4 ქალაქში: რუსთავი, თელავი, ქუთაისი და ფოთი.

 

დღის ამბებს, ჰოროსკოპსა და გემოვნებიან მუსიკას მოუსმინეთ რადიო „პოზიტივზე“ FM 104.3

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი