სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირადიორადიო "პოზიტივის" დღის ამბები 20 სექტემბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 20 სექტემბერი

დღის ამბები პოზიტივზე

დღის ამბები – გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

20 სექტემბერს 13:15-დან 18:35 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ზაჰესსა და სოფელ გლდანში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

****

საუდის არაბეთში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi ათმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„Foodex Saudi საუდის არაბეთის სამეფოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა. მიმდინარე წელს, გამოფენა მეთერთმეტედ ჩატარდა და მასში 50-მდე ქვეყანამ და 500-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

****

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება აამოქმედა, რომელიც ექვს ფიზიკურ და 40-ზე მეტ იურიდიულ პირს ირანიდან, ჩინეთიდან და რუსეთიდან სანქციებს უწესებს.

პრეზიდენტის განკარგულებით, ექვს მოქალაქეს, ასევე რუსეთის ფედერაციის, ირანის და ჩინეთის 40 იურიდიულ პირს სანქციები 10 წლის ვადით დაუწესდათ.

****

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა.

თბილისის მერიის მცნობით, ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ზედა ფენების დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის, 20 სექტემბრის 20:00 საათიდან წყნეთის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად.

****

საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

****

გუშინ ღამით პარლამენტთან აქცია სახელწოდებით “საქართველო არასდროს მოიხდის ბოდიშს” გაიმართა. აქციაზე სადაც მოქალაქეები “ქართული ოცნების”  თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ „ოკუპანტებსა და აგრესორებს ბოდიშს არ მოუხდიან“, რადგან 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველოს არ დაუწყია.

****

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ 100-ზე მეტ სარაკეტო გამშვებს დაარტყეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, გამშვებები მზად იყვნენ ისრაელის წინააღმდეგ გასროლის განსახორციელებლად.

ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ განაცხადა, რომ ისრაელმა ხუთშაბათს საღამოს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მინიმუმ 52 დარტყმა განახორციელა და რომ ლიბანმა ასევე  დარტყმები ჩრდილოეთ ისრაელის სამხედრო ობიექტებზეც დაიწყო.

****

ათასობით ევროპელ ტურისტს საშუალება ექნება, ესტუმროს საქართველოს მომავალი წლის განმავლობაში, ჩვენს მომხმარებლებს ხელმისაწვდომ ფასებს შევთავაზებთ , – ამის შესახებ ავიაკომპანია easyJet-ის აეროპორტების განვითარების მენეჯერმა, გარი ბატლერმა საქართველოში ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან  easyJet-ის საქართველოში ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით ყველა ჩართულ მხარეს გაწეული ერთობლივი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

****

2024 წლის 7 აგვისტოს ჩვენ აღვნიშნეთ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 16 წელი. ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ყოფნას მის მიერ ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში, – ეს განცხადება ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გაკეთდა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების ადამიანის უფლებები კვლავ ირღვევა.

ევროკავშირი აცხადებს, რომ უნდა დასრულდეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები, გამოძიებული უნდა იქნეს ადამიანის უფლებების დარღვევები და უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანობა ყველა მსხვერპლისთვის.

****

იტალიის ჩრდილოეთში ქარიშხლის შედეგად 2 ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა, ხოლო დაახლოებით 1000 პირი ევაკუირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ქარიშხალმა, რომელმაც აქამდე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.

****

18 სექტემბრიდან ზოგიერთ მაღალმთიან დასახლებაში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობის აღწერა საქართველოში 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება.

აღწერის საველე სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტში საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე ადგილზე დაესწრო.

****

ჯანდაცვის სამინისტროსთან, Evolution Georgia-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პროფკავშირი „ლაბორი“ გაფიცულებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს.

სამინისტროსთან 10-მდე გაფიცული თანამშრომელია შეკრებილი და სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ წარმოდგენილი.

პროფკავშირი „ლაბორის” დირექტორის გიორგი დიასამიძის თქმით, ისინი ყველა ბერკეტს იყენებენ მოლაპარაკებების მშვიდობიანად დასასრულებლად.

****

დღეს საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სხდომა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის და ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრ მარატ კარაბაევის თანათავმჯდომარეობით ჩატარდა.

****

ევროკავშირი უკრაინას სესხის სახით დაახლოებით 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას აღნიშნა.

„რუსეთის უწყვეტი თავდასხმები ნიშნავს, რომ უკრაინას სჭირდება ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერა. ევროკომისია უკრაინას 35 მილიარდ ევრომდე სესხს გამოუყოფს G7-ის დაპირების ფარგლებში. ეს არის ევროკავშირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

****

საქართველო რუსეთიდან ხორბლის იმპორტს  ზრდის.

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2024 წლის აგვისტოში ივლისთან შედარებით რუსეთიდან ხორბლის იმპორტი 116%-ით  გაიზარდა.

 

წინა წლის აგვისტოში რუსეთიდან 6 მლნმდე  დოლარის ხორბალი შემოვიდა, წელს კი ღირებულებამ 10 მლნზე მეტი შეადგინა.

****

საწვავის ბაზარზე ფასის 25 თეთრით შემცირების რესურსი არსებობს – ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა” ავრცელებს.

„აფბა“ მრავალი წელია, მუდმივ რეჟიმში, აკვირდება საწვავის ბაზარზე შექმნილ სიტუაციასა და გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს.

****

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 4.6%-ით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით ქვეყანაში ფულად დახმარებას 680 ზე მეტი ადამიანი იღებდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 650 ათასს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 680 833-დან დაახლოებით 220 ათასი ადამიანი ცხოვრობს ისეთ ოჯახში, რომლის ერთი წევრი სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობს და შედეგად 4 წლით აქვს შენარჩუნებული სოციალური დახმარება.

****

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.01 პროცენტით გაიზარდა.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ფასების 0.04 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.

****

ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც წყალდიდობით დაზარალდნენ, კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად ევროპული ფონდებიდან 10 მლრდ ევროს დახმარებას მიიღებენ.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის, გზების, მაგისტრალების, რკინიგზისა და ხიდების აღსადგენად შესაძლოა, სოლიდარობის ფონდიც იქნეს გამოყენებული.

დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი