პარასკევი, მაისი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებისაკითხავიდღეს, 6 მაისს, გიორგობა აღინიშნება

დღეს, 6 მაისს, გიორგობა აღინიშნება

მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა შესრულდა.

6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით წმინდა გიორგიმ მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
Tamar Pitskhelauri
  სამზარეულოს ნივთები, რომლებიც კიბოს რისკს ზრდიან — და უსაფრთხო ალტერნატივები - გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი