კვირა, მარტი 29, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებადღეს შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის შემდეგაც გამოცხადდება დამატებითი დეტალები პატრიარქის დაკრძალვის...

დღეს შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის შემდეგაც გამოცხადდება დამატებითი დეტალები პატრიარქის დაკრძალვის თაობაზე

2026 წლის 18 მარტს, 14:00 საათზე შედგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომლის შემდეგაც გამოცხადდება სხვა დამატებითი დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის თაობაზე, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 2026 წლის 18 მარტს, 14:00 საათზე შედგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომლის შემდეგაც გამოცხადდება სხვა დამატებითი დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის თაობაზე.

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

საქართველოს საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  მცენარეული ზეთის საფრთხე - ძუძუსა და ფილტვის კიბოს რისკი - რა უნდა ვიცოდეთ საკვები ზეთის გამოყენებისას?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი