დღეს საერთო სახალხო ზეიმია, რომელიც ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაყ ხასიათს ასახავს, შემოქმედებით ბუნებასა და სამშობლოსადმი განსაკუთრებულ თავდადებას“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

დღევანდელი დღე საერთო სახალხო ზეიმია, რომელიც ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაყ ხასიათს ასახავს, შემოქმედებით ბუნებასა და სამშობლოსადმი განსაკუთრებულ თავდადებას“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მთავარ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. ირაკლი ჩიქოვანმა ქვეყნის ეროვნული დღესასწაული ერთიან და მრავალფეროვან, თავისუფლებისა და ღირსების იდეით შეკრულ საზოგადოებას მიულოცა. სიტყვით მიმართვისას მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო რეკრუტები, რომელთაც დღეს საქართველოსთვის დადეს ფიცი და ქართულ ჯარს შეუერთდნენ.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, წელს თავდაცვის ძალები 35 წლის იუბილეს აღნიშნავს. „თავდაცვის ძალები არა მხოლოდ შეიარაღებული ძალა და თანამედროვე საბრძოლო შესაძლებლობებია, არამედ უპირველესად ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი და თავგანწირვაა“, – აღნიშნა მინისტრმა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს – გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, კაპრალებს და რიგითებს, წვევამდელთა ეროვნული სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს, რეზერვისტებს, დაუმარცხებელ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს, ვეტერანებს და ქართული ჯარის მომავალ თაობას – იუნკრებსა და კადეტებს. განაგრძეთ  კითხვა

 

 

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). დღეს საერთო სახალხო ზეიმია, რომელიც ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაყ ხასიათს ასახავს, შემოქმედებით ბუნებასა და სამშობლოსადმი განსაკუთრებულ თავდადებას“. 26 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/დღეს-საერთო-სახალხო-ზეიმ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi