პარასკევი, მაისი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტი"დოხტური უნდა გამევიდესო...“ და საექიმოზე დედაჩემის ხათრით ჩავაბარე" - ეროვნული ნაკრების ექიმის...

“დოხტური უნდა გამევიდესო…“ და საექიმოზე დედაჩემის ხათრით ჩავაბარე” – ეროვნული ნაკრების ექიმის დავით ხარაბაძის გზა მედიცინიდან სპორტამდე და ოცნება მსახიობობაზე

“აქ ვი­ღა­ცა ის­ტო­რი­ა­ში ხომ არ შე­ვი­და რო­გორც პირ­ვე­ლი ექი­მი, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ ნაკ­რებს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე უა­ქი­მებს?“ – ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის მერე ასე­თი პოს­ტი და­წე­რა და თა­ვად­ვე უპა­სუ­ხა კი­თხვას ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა ექიმ­მა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ფორ­მა­ში ყოფ­ნას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ალ­ბათ გულ­შე­მატ­კი­ვარს კარ­გად ახ­სოვს კად­რი, როცა დათო ექი­მი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ბე­დის გა­დამ­წყვე­ტი პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ას ვერ უყუ­რებს, სა­თა­და­რი­გო სკა­მე­ბის უკან ჩა­ცუც­ქუ­ლი და და­ძა­ბუ­ლი ზის და ასე, ხალ­ხის რე­აქ­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გრძნობს თა­მაშს. ამ კადრს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხუმ­რო­ბაც მოჰ­ყვა, – ექიმს ექი­მი სჭირ­დე­ბაო.

“მარ­თლაც მჭირ­დე­ბო­და ექი­მი, ასეთ მო­მენ­ტებ­ში ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ვარ. მა­ნამ­დეც თვალს ვა­რი­დებ­დი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გუნ­დის სა­ხი­ფა­თო შე­ტე­ვებს, თვა­ლებს ვხუ­ჭავ­დი, რად­გან შიში მქონ­და, არ გა­ე­ტა­ნათ. სა­ერ­თოდ, როცა და­ძა­ბუ­ლი თა­მა­შე­ბია, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხში­რად ვარ, პე­ნალ­ტე­ბის დროს მარ­თლა ვე­ღარ გავ­ძე­ლი და მო­ედ­ნი­დან გა­მო­ვე­დი, მხო­ლოდ 2-2 პე­ნალ­ტის დარ­ტყმას და­ვეს­წა­რი და მერე გა­სახ­დელ­ში ჩა­ვე­დი, იქ გა­ვი­გო­ნე გა­მარ­ჯვე­ბის ყი­ჟი­ნა და ამო­ვი­სუნ­თქე“, – მე­უბ­ნე­ბა თბი­ლი­სის “დი­ნა­მოს“ და ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი ექი­მი და­ვით ხა­რა­ბა­ძე და იმ ემო­ცი­ებ­ზე მიყ­ვე­ბა, ჩვე­ნი ოქ­როს ბი­ჭე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბულ­მა ღირ­სე­ბის და გა­მარ­ჯვე­ბის ზე­იმ­მა რომ მოგ­ვი­ტა­ნა და დღემ­დე სრუ­ლი­ად ერი 26 მარ­ტის სიზ­მარ­ში ჩაგვტო­ვა.

“ზღა­პა­რი დას­რულ­და კი არა, ზღა­პა­რი ახლა იწყე­ბა, მას აუ­ცი­ლებ­ლად სა­უ­კე­თე­სო და­სას­რუ­ლი ექ­ნე­ბა“, – გვა­ი­მე­დებს და სა­უ­ბარს ცოტა შო­რი­დან იწყებს: სრულად
author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „აქამდე ვიკავებდი თავს, ახლა იძულებული ვარ, მოგმართოთ“ - მერაბ დვალიშვილის მიმართვა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი