პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემადონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ორსული ქალების მიერ პარაცეტამოლის მიღების ბავშვებში აუტიზმის რისკთან დააკავშირებას...

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ორსული ქალების მიერ პარაცეტამოლის მიღების ბავშვებში აუტიზმის რისკთან დააკავშირებას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ორსული ქალების მიერ პარაცეტამოლის (კომერციული დასახელება „ტაილენოლი“) მიღების ბავშვებში აუტიზმის რისკთან დააკავშირებას აპირებს. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

გამოცემის წყაროების თანახმად, აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს გააფრთხილოს ორსულობის ადრეულ ეტაპზე მყოფი ქალები პარაცეტამოლის მიღების რისკების შესახებ, განსაკუთრებით თუ მათ არ აქვთ მაღალი სიცხე.

გარდა ამისა, როგორც WP წერს, ამერიკის ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას გაუწევს ფოლინატის კალციუმის გამოყენებას, როგორც აუტიზმის პოტენციურ „სამკურნალო საშუალებას“. ეს პრეპარატი კომერციული დასახელებით „ლეიკოვორინი“ ჩვეულებრივ გარკვეული მედიკამენტების გვერდითი ეფექტების შესამცირებლად და B9 ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ ინიშნება.

გაზეთი აღნიშნავს, რომ ფოლინატის კალციუმთან დაკავშირებულმა გეგმებმა სამეცნიერო საზოგადოებაში აუტიზმის გამომწვევ მიზეზებზე ახალი დისკუსიები გამოიწვია. WP-ის ცნობით, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ აუტიზმი გენეტიკურად არის განპირობებული, ამიტომ მისი „მკურნალობა“ შეუძლებელია.

ტრამპმა პარაცეტამოლსა და ფოლინატის კალციუმთან კავშირის შესახებ დასკვნები ჩარლი კირკის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას დააანონსა. „ხვალ გვექნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი განცხადება სამედიცინო თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიპოვეთ პასუხი აუტიზმის საკითხზე,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  მედიის ცნობით, ჩეხეთის ქალაქი კრნოვი თითქმის მთლიანად დაიტბორა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი