დიდ ბრიტანეთში ფინანსური დანაშაულის საქმეზე მასშტაბური ოპერაცია განხორციელდა — 17 პირი დააკავეს

1 წუთიანი წაკითხვა

გაერთიანებულ სამეფოში სამართალდამცველებმა და ფინანსური მარეგულირებელი ორგანოები ერთობლივი, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია განახორციელეს, რომლის ფარგლებშიც 17 ადამიანი დააკავეს. ეჭვმიტანილებს ბრალი ფულის გათეთრებაში, სააღრიცხვო დოკუმენტაციის გაყალბებასა და გადასახადებისგან თავის არიდებაში ედებათ.

Reuters-ის ცნობებით, ოპერაციაში 800-მდე მაღალი რანგის ოფიცერი და ფინანსური კონტროლის სპეციალისტი იყო ჩართული. ჩხრეკა ლონდონში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ინგლისში 29 სექტემბერს ჩატარდა.

პოლიციის ოფიციალური განცხადების თანახმად, გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ პერიოდში გამოიკვეთა შვიდი კომპანია, რომლებზეც სამართლებრივი ზომები უკვე მიიღება. გარდა დაკავებულებისა, ძებნა კიდევ 30 პირზეა გამოცხადებული.

Sky News-ის ინფორმაციით, ოპერაციის მსვლელობისას ერთი პოლიციელი დაშავდა — ის ფეხში დაჭრეს. ამჟამად გამოძიება გრძელდება და სამართალდამცველები დამატებით ინფორმაციას შემდგომ ეტაპზე გაავრცელებენ.

- Advertisement -
Ad imageAd image

Sheni Ambebi News

წყარო: primetime.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). დიდ ბრიტანეთში ფინანსური დანაშაულის საქმეზე მასშტაბური ოპერაცია განხორციელდა — 17 პირი დააკავეს. 29 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/დიდ-ბრიტანეთში-ფინანსური/

გაუზიარეთ ეს სტატია