ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიდიდი დიღომი-დიდუბეს 7.5 კმ-იანი ტრამვაის ხაზით დაუკავშირდება - სად გაივლის ახალი სატრანსპორტო...

დიდი დიღომი-დიდუბეს 7.5 კმ-იანი ტრამვაის ხაზით დაუკავშირდება – სად გაივლის ახალი სატრანსპორტო ხაზი

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ დიდი დიღომი-დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და სამშენებლო სამუშაოების Design-Build მეთოდით შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევას აცხადებს.

როგორი იქნება დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზი

ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრო რაიონების კვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის გავლით კი მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება.

„ტრამვაის ხაზის დანიშნულება იქნება დიდი დიღმის მეტროპოლიტენის ხაზთან მიბმა და ამით ქალაქის ცენტრთან სწრაფი დაკავშირება“, – ვკითხულობთ დოკუმენტებში.

ტრამვაის ხაზის სიგრძე 7.5 კმ. იქნება, ტრამვაის შემადგენლობა – 10, ხოლო გაჩერებების რაოდენობა – 11. ამასთანავე, ირკვევა, რომ ტრამვაის ერთი ვაგონი არანაკლებ 300 მგზავრს გადაიყვანს. სრულად

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ლარი გაუფასურდა - რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი