დასახლებული პუნქტების 20% სტიქიურად მაღალი რისკის ზონაშია – რა წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს დოკუმენტში

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

დასახლებული პუნქტების 20% სტიქიურად მაღალი რისკის ზონაშია – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ბიულეტენშია საუბარი, რომელშიც 2022 წლის პერიოდის შედეგებსა და 2023 წლის პროგნოზებზეა საუბარი.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, დასახლებების 24 % საშუალო რისკის ზონაშია, 19% დაბალი რისკის, ხოლო 37% ძლიერ დაბალი რისკის ზონაში.

გარდა ამისა, ბიულეტენში აღწერილია 2010- 2022 წლებში მომხდარი მეწყრული პროცესების რაოდენობა. დიაგრამის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დაფიქსირდა 1120 მეწყრული პროცესი, ეს მაშინ როდესაც, 2010 წელს 250 იყო. წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). დასახლებული პუნქტების 20% სტიქიურად მაღალი რისკის ზონაშია – რა წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს დოკუმენტში. 13 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/დასახლებული-პუნქტების-20-ს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi