სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება26 აგვისტოს თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება

26 აგვისტოს თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 26 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს: 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის, ქავთარაძის, თავხელიძის და ნადირაძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), შატბერაშვილის, მარაბდის და ქობულეთის ქუჩების  მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროსადგური „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, შეშელიძის, გობრონიძის, კორინთას, ბრონშტეინის, შენგელიას და ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის II მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ჯავახეთის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას.

#წყარო

#drpkhakadze

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ლილო მოლში ხანძარი ლოკალიზებულია
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი