ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები„დედაჩემმა მამაჩემი მოკლა“ - სერიული მკვლელი ქალის ისტორია, რომელმაც გამოძიებას კვალი აუბნია

„დედაჩემმა მამაჩემი მოკლა“ – სერიული მკვლელი ქალის ისტორია, რომელმაც გამოძიებას კვალი აუბნია

XIX საუკუნის ბოლოს,  ამერიკაში გამოჩნდა ქალი, რომლის ცხოვრება სისხლიან ლეგენდად გადაიქცა. ბელ განესისი, დღეს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და ამავე დროს საზარელი სერიული მკვლელის სახელს ატარებს.

ბელის ისტორია თითქოს ერთი ჩვეულებრივი ქალის ამბავია — თავდაპირველად ის ნორვეგიაში დაიბადა და იმედით ჩავიდა ამერიკაში, რომ უბრალო სამუშაოებით იარსებებდა…

1884 წელს ბელი ცოლად გაჰყვა მედს სორენსენს. რამდენიმე წელიწადში მათ სახლსა და მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა, რასაც მოჰყვა ქმრის უეცარი სიკვდილი.

როგორც ჩანს, მხოლოდ ერთი ადამიანი ამჩნევდა დედის სისასტიკეს. მისი  ქალიშვილი ჯენი ოლსენი. „დედაჩემმა მამაჩემი მოკლა… მან მას ხორცის საჭრელი დანა დაარტყა და ის მოკვდა. არავის უთხრათ“, – უთხრა ოლსენმა თანაკლასელებს.

თუმცა, მალევე, ქალიშვილი ოლსენი ამ ამბიდან მალევე გაუჩინარდა. დედა თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ გოგონა კალიფორნიაში სკოლაში გაგზავნეს. თუმცა, წლების შემდეგ, გოგონას ცხედარი ღორების ფარეხში იპოვეს.

ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ბელმა მიიღო დაზღვევის ფული და დასახლდა ინდიანას შტატში მდებარე პატარა ქალაქ ლა პორტში. ეს იყო ადგილი, სადაც მან საკუთარი ფერმა შეიძინა — ფერმა, რომელიც მოგვიანებით ნამდვილ სასაკლაოდ იქცა.

„მარტოხელა გულების“ ხაფანგი

ბელი გაზეთებში აქვეყნებდა განცხადებებს, სადაც მდიდარ საქმროებს ეძებდა — ქვრივი, რომელსაც სჭირდებოდა გულწრფელი და ძლიერი მამაკაცი, რომელიც მასთან ერთად ფერმას მოუვლიდა. რამდენიმე მამაკაცი მართლაც გამოჩნდა მის ცხოვრებაში — ზოგმა სახლიც გაყიდა, ქონებაც დატოვა და მთელი დანაზოგი ბელს გადასცა.

მეზობლები ბელს ახასიათებდნენ, როგორც ძლიერ ქალს — ფიზიკურადაც და ხასიათითაც. მაგრამ რაც არ იცოდნენ, იყო ის, რომ ეს ქალი საკუთარ ხელით კლავდა მათ, ვინც მას ენდობოდა. მკვლელობათა სქემა თითქმის უცვლელი იყო: მოწამლვა ან პირდაპირ მკვლელობა პირდაპირი ძალადობით, შემდეგ კი ცხედრების ფერმის ეზოში მარხავდა.

ერთადერთმა მამაკაცმა, ჯორჯ ანდერსონმა, შეძლო გაქცევა – ღამით გამოიღვიძა და შენიშნა, რომ ბელი საწოლთან იდგა უცნაური მზერით. შეშინებული სასწრაფოდ გაიქცა და აღარ დაბრუნებულა.

  „სექსუალური ძალადობაც იყო და ფსიქოლოგიურიც... საყვარელ ადამიანს მისი ძმაკაცის უღირსი საქციელის გამო დავშორდი“

***

1908 წლის აპრილში ბელის სახლი მთლიანად დაიწვა. ნანგრევებში იპოვეს სამი ბავშვისა და ქალის სხეული, რომელიც ბელად მიიჩნიეს. თუმცა სხეულის ფიზიკური მონაცემები – სიმაღლე და წონა – ბელის აღწერილობას არ შეესაბამებოდა. გამოძიება მაშინვე დაეჭვდა, რომ ქალი გაიქცა და  კვალის დაფარვა, ამ გზით სცადა.

ცეცხლის გაჩენის გამო დააკავეს მისი ყოფილი მუშა, რეი ლამფიერი. მან ციხეში აღიარა, რომ ბელი ცოცხალია და გაქცევა მოახერხა. აღიარებაში ასევე განაცხადა, რომ მასთან ერთად უამრავი ცხედარი დამარხა ეზოში. მართლაც, პოლიციამ 40-მდე ადამიანის ნაწამები და დასახიჩრებული ცხედარი იპოვა – მათ შორის ბევრი იმ მამაკაცის, ვინც ბელთან ურთიერთობის საწყის ეტაპზე იყვნენ.

საბოლოოდ ბელ განესისის ბედი დღემდე უცნობია. ოფიციალურად იგი მკვდრად ითვლება, თუმცა არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ სხეული ნამდვილად მას ეკუთვნოდა. .. ვრცლად

ასევე წაიკითხეთ:  სულ მეშინია, ჩემი მოგონებებიდან მამაჩემის სახე არ წაიშალოს.. უშეცდომო ცხოვრება ძალიან უინტერესო იქნებოდა“ – ნანკა კალატოზიშვილი

4 ქალის ისტორია, რომელთა საფლავებთან მიახლოება დღემდე ეშინიათ

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.