დედაქალაქის მერია ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს დაეხმარება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

თბილისის მერია სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების საკითხს დეტალურად შეისწავლის და მათ შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას გაუწევს, – განცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეომიმართვაში.

დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტი დაზარალებულ მოქალაქეებს პრობლემების პირისპირ არ დატოვებს.

„სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე, სადაც ბევრი ადამიანი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, გაჩნდა ხანძარი, რამაც ბევრი ადამიანისთვის ძალიან დიდი პრობლემა შექმნა. დღეს ამ ადამიანების გარკვეული ჯგუფი მოსული იყო მერიაში და ითხოვდა დახმარებას. მქონდა პრემიერ-მინისტრთან საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძემ დამავალა, რომ დეტალურად შევისწავლოთ აღნიშნული საკითხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საკითხის მოკვლევის მიზნით, დაზარალებულებთან საუბრები დაუყოვნებლივ დაიწყება.

- Advertisement -
Ad imageAd image

„ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე მზად არის შეხვდეს საინიციატივო ჯგუფს, ამ ადამიანებს მოუსმინოს და დავიწყოთ დეტალური მოკვლევა. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმარებით, გვერდით დაგიდგებით და პრობლემების პირისპირ არ დაგტოვებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). დედაქალაქის მერია ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს დაეხმარება. 4 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/დედაქალაქის-მერია-ე-წ-გად/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi