გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან 3 ოქტომბრამდე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
“მოსალოდნელმა ნალექებმა, საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). საქართველოში ამინდი უარესდება – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება. 30 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოში-ამინდი-უარე/
