კვირა, მაისი 11, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისი14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება - იცოდე შენი...

14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება – იცოდე შენი ისტორია ✨️

14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება.

37 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.

14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა, ამ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, ყოველ წელს, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  რამდენად უსაფრთხოა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ტრანსპორტის გადაადგილება?
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი