სამშაბათი, აპრილი 8, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიდები ორი თვით ოთახში გამოიკეტნენ და შიმშილობდნენ... ძმამ ისინი გარდაცვლილები იპოვა -...

დები ორი თვით ოთახში გამოიკეტნენ და შიმშილობდნენ… ძმამ ისინი გარდაცვლილები იპოვა – პოლიცია მიზეზებს ამ დრომდე არკვევს

28 ივლისს სანქტ-პეტერბურგში, პრიმორსკის რაიონში, სამი დის იდუმალი გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია და ამბავს მალევე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გარდაცვლილი გოგონები 34 წლის ძმამ, რომელიც სასულიერო პირია, საკუთარ სახლში ნახა. ის გოგონებთან უფროსი შვილის დაბადების დღეზე მისაწვევად მივიდა, თუმცა სახლში შესულს 35 წლის ოლგა, 29 წლის ქსენია და 19 წლის პარასკევა გარდაცვლილები დახვდა.

დები 24 წლის უმცროს ძმასთან ერთად, ოთხოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ. ცნობილია, რომ მათ გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე ჭამა შეწყვიტეს და არც გარეთ გადიოდნენ. ამავდროულად, ქალები თავიანთ ოთახში არავის უშვებდნენ და ოჯახის წევრებთან აღარ ურთიერთობდნენ. თუკი ძმა მათ ოთახში შესვლას დააპირებდა, ეჩხუბებოდნენ და აგდებდნენ.

ექიმების წინასწარი დასკვნის მიხედვით, სამი და, დაახლოებით, ორი კვირის წინ გარდაიცვალა. მათ სხეულზე რაიმე ტიპის დაზიანება არ აღენიშნებოდათ.

ცნობილია ის ფაქტიც, რომ უფროსი და, ოლგა, 2021 წლიდან აღარსად მუშაობდა და ამის გამო დეპრესიაში იყო. ქსენია და პარასკევა კი მასთან ერთად იყვნენ. ისინი პენსიონერი დედის ხარჯზე ცხოვრობდნენ, მაგრამ, როგორც ცნობილია, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მის ფინანსურ დახმარებაზე უარი თქვეს. გოგოებმა ჭამაც შეწყვიტეს. ამის გამო, წონაში საგრძნობლად დაიკლეს. ახლობლები ვარაუდობდნენ, რომ გოგონებმა ორგანიზმის გაწმენდა გადაწყვიტეს და საკვებზე უარს ამიტომ ამბობდნენ.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, გოგონები რელიგიურად ცხოვრობდნენ და თანამედროვე მედიცინას უარყოფდნენ. უმცროსმა დებმა განათლება მიიღეს, მაგრამ არსად მუშაობდნენ და მთელ დროს სახლში ატარებდნენ. უფროსი და, ოლგა, ლაბორანტად მუშაობდა, მაგრამ, როგორც ცნობილია, 2021 წელს ის სამსახურიდან კონფლიქტის გამო გაათავისუფლეს. ამის მერე ქალი დეპრესიაში ჩავარდა, ასკეტური ცხოვრება დაიწყო, სახლიდან აღარ გადიოდა და იმავე წესზე უმცროსი დებიც გადაიყვანა. ბოლოს კი, სრულ უკიდურესობამდე მივიდნენ. ნახეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
  VIDEO: დედაღვთისას მონასტერი იმერეთში, რომელიც უშვილოთა შემწედ ითვლება
მსგავსი პოსტები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

აპრილი 7, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი