პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„დაწყებული გვაქვს სკოლებში სამხედრო სწავლების შეტანა - ჩვენი მიზანია თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს...

„დაწყებული გვაქვს სკოლებში სამხედრო სწავლების შეტანა – ჩვენი მიზანია თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ზოგადი ცოდნა, რას ნიშნავს თავდაცვისუნარიანობა“-მიხეილ ყაველაშვილი

ჩვენ დაწყებული გვაქვს სკოლებში სამხედრო სწავლების შეტანა- ჩვენი მიზანია თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ზოგადი ცოდნა, რას ნიშნავს თავდაცვისუნარიანობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სკოლებში სამხედრო სწავლების შეტანა უკვე დაწყებულია.

„გარდა იმისა, რომ ჯარის ბანაკი უნიკალური პროექტია, ასევე დაწყებული გვაქვს სკოლებში სამხედრო სწავლების შეტანა და ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. წლიდან წლამდე სკოლების რაოდენობა გაიზრდება. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ სამხედრო სწავლება იყოს სავალდებულო მომავალში, ჩვენი მიზანია რომ ეს მიმართულება გახდეს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან ახლო და მათ ჰქონდეთ ელემენტარული ზოგადი ცოდნა თუ რას ნიშნავს თავდაცვისუნარიანობა და რა უნდა იყოს თითოეული მოქალაქის ფუნქცია თუ დასჭირდა სამშობლოს და რას უნდა წარმოადგენდეს მათი როლი საქართველოს თავდაცვაში. რა თქმა უნდა, ჯარის ბანაკი უნიკალური შესაძლებლობაა თქვენთვის და კეთილი შურით მინდა განვაცხადო, რომ თქვენი ასაკის წარმომადგენელი , რომ ვყოფილიყავი, დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდი ამ პროექტში“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

  საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლების ბილეთების შეძენა 10 აპრილიდან ახალ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი