გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს 21 – 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მატების შესახებ აფრთხილებს.
„დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე საშუალო).“ – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს. 21 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/გარემოს-ეროვნული-სააგენ-2/
