პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებადაფნის ფოთოლი სასმე­ლებისთვის, დესერტისა და ჩაისთვის არომატის მისაცემად გამოიყენება - დაფნის ფოთლის...

დაფნის ფოთოლი სასმე­ლებისთვის, დესერტისა და ჩაისთვის არომატის მისაცემად გამოიყენება – დაფნის ფოთლის ეთერზეთი და თესლის ცხიმოვანი ზეთი სამკურნალო საშუალებად ითვლება

დაფნა

„ლაურუს ნობილის“ – ასე ჰქვია დაფნას ლათი­ნურად, სიტყვა „ნობილის“ კეთილშობილს ნიშნავს. კეთილშობილი დაფნის გვირგვინით რომ საბერძნეთში გმირებს, პოეტებსა და გამარჯვებულ სპორტსმენებს ამკობდნენ, საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ სიტყვა „ლაურეატი“ რომ „ლაურუსი“-დან წარმოდგება, ეს შეიძლება ბევრმა არც იცოდეს.
დაფნა ველურად იზრდება ხმელთაშუა ზღვის სა­ნაპირო ტყეებში, სწორედ აქედან დაიწყო მისი გავ­რცელება.
დაფნა თავისი უნიკალური თვისებების წყა­ლობით მალე გავრცელდა იტალიაში, საბერძნეთში, იუგოსლავიაში, თურქეთში, სირიაში, ყირიმსა და კავკასიაში; მრავლდება თესლით. იმის გამო, რომ თესლი ადვილად ხმება, თესა­ვენ შემოდგომით.
დაფნის ფოთლები და ახალგაზრდა ყლორ­ტები შეიცავს ეთერზეთებს, რომლებიც გამოიყენება სანელებლად. ნაყოფის ცხიმოვანი ზეთი გამოიყენება მედიცინაში. იმის გამო, რომ კარგად იტანს გაკრეჭას, დეკორატიულ ნარგაობებშიც ხშირად შეხვდებით. ხშირი ნარგაობა ღობედაც მშვენიერია.
დაფნის გამრავლება ყველაზე იოლია ბუჩ­ქის ამონაყარებითა და თესლით.
კალმები დასაფესვიანებლად უნდა აიჭრას აპრილში, შეიძლება ივნის-ივლისშიც; თითო­ეული მათგანი უნდა იყოს 6-8 სმ სიგრძისა, მომწიფებული, მაგრამ არა გახევებული. ფოთლების დამოკლების შემდეგ კალმებს ნეშომპალა-ქვიშიან ქოთნებში რგავენ. ქვედა ფენის, ანუ ნეშომპალიანი შრის სისქე უნდა იყოს 2-4სმ, ხოლო ქვიშიანი შრე – 2-3 სმ. დაფესვიანებას 1 თვე ესაჭიროება. ამის შემდეგ კალმები მუდმივ ადგილზე გადაირგვება. დაფნა იშვიათი მცენარე არ არის და მისი ნერგის, თესლის, აგრეთვე კალმის შოვნა სირთულეს არ წარმოადგენს; თანაც ძალიან ადვილი მოსავლელია და მისი გახარება საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია შესაძლებელი.
დაფნის ფოთოლი ყველაზე გავრცელებული სანელებელია – გამოიყენება არა მარტო ოჯა­ხურ პირობებში, არამედ კვების მრეწველობაშიც. მას ამატებენ გამდნარ ყველს, აუცილებელია კიტრის, პატისონის, პამიდვრის მწნილებისა და მარინადების დასამზადებლად, თევზის კონსერვების, ძეხვისა და ხორცის წარმოებაში. ზოგიერთ ქვეყანაში დაფნის ფოთოლი სასმე­ლებისთვის, დესერტისა და ჩაისთვის არომატის მისაცემად გამოიყენება. გარდა ამისა, დაფნის ფოთლის ეთერზეთი და თესლის ცხიმოვანი ზეთი სამკურნალო საშუალებად ითვლება.

ეს სამი უძვირფასესი ბუჩქოვანი კულტურა არა მარტო დაამშვენებს თქვენს კარ-მიდამოს, არამედ გაგახარებთ უხვი მოსავლიანობით და შეავსებს თქვენს ორგანიზმს ძვირფა­სი ნივთიერებებით…

  თბილისში ხვალ გათოვდება - ნახეთ მომდევნო 3 დღის ამინდის პროგნოზი

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი