პარასკევი, აპრილი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესი„დაფნის ნერგებზე მოთხოვნის ბუმია ამ მომენტში, ტენდენცია არის დაფნის ფასის და მოთხოვნის...

„დაფნის ნერგებზე მოთხოვნის ბუმია ამ მომენტში, ტენდენცია არის დაფნის ფასის და მოთხოვნის ზრდის“

„დაფნაზე მოთხოვნა მაღალია“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში მდებარე დაფნის სანერგეს დამფუძნებელმა, აკაკი ჯობავამ განუცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, დაფნის წარმოების კუთხით დღეს საქართველოში წამყვანია ხობის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლები: პირველი მაისი, ხეთა და ხამისკური.

„სამეგრელოში რომ ჩამოხვალთ ხობის ტერიტორიაზე, სენაკი, ზუგდიდში გაშენებულია დიდი პლანტაციები. მთავარი მწარმოებელი არის ხობი. პირველი მაისი, ხეთა და ხამისკური არის დაფნის საბადო. მიმდინარე ტერიტორიაზე შენდება გადამამუშავებელი ქარხნები, ჩამბარებელი პუნქტები და ეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ადამიანი შეუიარაღებელი თვალითაც მიხვდება თუ, რა პერსპექტივა გააჩნია დაფნას. ხან ჩინელი ბიზნესმენი შემოვა, ხან ინდოელი და ადგილობრივებს შეკვეთებს აძლევენ“, – აღნიშნავს ჯობავა.

მეწარმე ამბობს, რომ დაფნის ნერგზე მოთხოვნის ბუმია. ჯობავას თქმით, მისი თაოსნობით წელს 70 ათასზე მეტი დაფნის ნერგი დაირგო, ამდენივე კი გაყიდა.

„დაფნის ნერგებზე მოთხოვნის ბუმია ამ მომენტში, ტენდენცია არის დაფნის ფასის და მოთხოვნის ზრდის. ჩვენ დარგვის მომსახურებაც გვაქვს, მაგალითად, მთელი საქართველოს მასშტაბით წელს ჩემი თაოსნობით დაირგო 70 000 ნერგი, ამდენივე გაყიდული მაქვს გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში.

ფასი დამოკიდებულია რაოდენობაზე, მე რაოდენობის მიხედვით ვადგენ ფასს, ნერგის საშუალო ფასი არის დაახლოებით 1.5 ლარი. ნედლი დაფნის ფასი არის 1.7 ლარი, ხოლო გამომშრალი ფოთლის ღირებულება 7-8 ლარის ფარგლებშია“, – განაცხადა აკაკი ჯობავამ.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ორ თვეში ექსპორტზე გავიდა 965 ტონა დაფნის ფოთოლი, რომლის ღირებულებამაც 4.05 მილიონი დოლარი შეადგინა.

დაფნის ექსპორტი საანგარიშო პერიოდში მეტწილად ჩინეთსა და რუსეთში განხორციელდა, დანარჩენი ქვეყნების წილი კი მცირედი იყო.

კერძოდ, ჩინეთში ექსპორტირებულია 659 ტონა ქართული დაფნა (2.74 მლნ დოლარის), ხოლო რუსეთში 177 ტონა (951 ათასი დოლარის ღირებულების).

წყარო

#drpkhakadze

author avatar
Lizi Grigolava
  როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი