სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუკი ეს ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას და ფიქციური ქორწინების მთავარი მიზანი იყო უცხოელისთვის ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება

1 წუთიანი წაკითხვა
საქართველოში ფიქციური ქორწინება დასჯადი იქნება - მინისტრის მოადგილის განმარტება

სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუკი ეს ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას და ფიქციური ქორწინების მთავარი მიზანი იყო უცხოელისთვის ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

„აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ თუკი პირები, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე შეწყვეტენ ამ ქორწინებას, ისინი გათავისუფლდებიან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

ფიქციური ქორწინების შესახებ ახალი რეგულაციები უკვე მოქმედებს. ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. შესაძლო შემთხვევების გამოსავლენად კი შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია. კომისია ჩაატარებს გასაუბრებას. შეიცვალა ქორწინების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის გაცემის წესიც. ახალი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჯერ 1 წლის ვადით ბინადრობის ნებართვა მიეცემა, რომლის გაგრძელებაც 2-2 წლის ვადით იქნება შესაძლებელი. უვადო ბინადრობის ნებართვის გაცემა კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 5 წლის განმავლობაში დადასტურდება ქორწინების ნამდვილობა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუკი ეს ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას და ფიქციური ქორწინების მთავარი მიზანი იყო უცხოელისთვის ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება. 7 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სისხლის-სამართლის-წესით/

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi